სანტა-მარია-დელლა-გრაციეს ტაძარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დომინიკელთა ორდენის სანტა-მარია-დელლა-გრაციეს მონასტერი ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობით.*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Santa Maria delle Grazie Milano.jpg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 45°27′57″ ჩ. გ. 9°10′16″ ა. გ. / 45.46583° ჩ. გ. 9.17111° ა. გ. / 45.46583; 9.17111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 93
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 93
რუს.ინგლ.ფრ.

სანტა-მარია-დელლა-გრაციე (იტალ. Santa Maria delle Grazie) — ეკლესია და დომინიკელთა ორდენის მონასტერი მილანში. მონასტრის სატრაპეზოს კედელი შეიცავს ლეონარდო და ვინჩის შედევრს — საიდუმლო სერობას. 1980 წლიდან ეკლესია შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

დომინიკლეთა ორდენისთვის მონასტრისა და ეკლესიის აშენება მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო I ფორცამ ბრძანა, იმ ადგილას, სადაც სანტა-მარია-დელლა-გრაციეს პატარა კაპელა მდებარეობდა.

მონასტრის მშენებლობა 1469 წელს დასრულდა, მაგრამ ეკლესიის მშენებლობას კიდევ დიდი დრო დასჭირდა. მილანის ახალმა ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ გადაწყვიტა, რომ კომპლექსი სფორცების ოჯახის აკლდამად ექცია და 1490 წელს, მშენებლობების დასრულების შიემდეგ, მისი გადაკეთება დაიწყო. 1497 წელს, ეკლესიაში მისი ცოლი ბეატრისი დაკრძალეს.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1943 წლის 15 აგვისტოს, ეკლესია და მონასტერი ბრიტანული და ამერიკული ავიაციის მიერ დაიბომბა. დაინგრა კომპლექსის უდიდესი ნაწილი, მაგრამ ზოგიერთ გადარჩენილ კედელს შორის ის კედელიც იყო, რომელზეც და ვინჩის საიდუმლო სერობაა გამოსახული. ფრესკის გადარჩენის მიზნით, კედელი დაბომბვამდე ქვიშის ტომარებით დაეფარათ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: