ვიჩენცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ვიჩენცა
Vicenza
Collage Vicenza.jpg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ვენეტო
კოორდინატები 45°33′00″ ჩ. გ. 11°33′00″ ა. გ. / 45.55000° ჩ. გ. 11.55000° ა. გ. / 45.55000; 11.55000
ფართობი 80 კმ²
ცენტრის სიმაღლე 39
მოსახლეობა 115,927 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1,449.1 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC(UTC+1)/(UTC+2
საფოსტო ინდექსი 36100
ოფიციალური საიტი http://www.comune.vicenza.it/

ვიჩენცა მდებარეობა იტალია

Red pog.svg

ვიჩენცა (იტალ. Vicenza) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს დაახლოებით 60 კმ-ით დასავლეთით ვენეციიდან და 200 კმ-ით აღმოსავლეთით მილანიდან. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 115 927 ადამიანს შეადგენს, ხოლო მთლიანად მეტროპოლიური არეალის 270 000 ადამიანს.

ქალაქი მდიდარია ისტორიული და კულტურული წარსულით, აქ მდებარეობს მრავალი მუზეუმი და პიაცა, ხელოვნების გალერეები, ვილები, ეკლესიები და რენესანსული სასახლეები. მის შემოგარენში მდებარე ანდრეა პალადიოს ვილებთან და ცნობილ ტეატრო-ოლიმპიკოსთან ერთად, 1994 წელს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[1]

ვიჩენცა იტალიის მესამე უდიდესი სამრეწველო ცენტრი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ქალაქია.[2][3] ამის მიზეზი კი ტექსტილისა და ფოლადის ფართო წარმოებაა, ასევე, ქვეყნის ოქროსა და იუვილერიის ნახევარი სწორედ ვიჩენცაში იწარმოება, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში უდიდესი წვლილი შეაქვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 712
რუს.ინგლ.ფრ.