მანტუა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მანტუა
Màntova
მანტუიას პანორამა
მანტუიას პანორამა
გერბი
გერბი
ქვეყანა იტალია
რეგიონი ლომბარდია
კოორდ. 45°10′00″ ჩ. გ. 10°48′00″ ა. გ. / 
ფართობი 63.97 კმ²
ცენტრის სიმაღლე 19
მოსახლეობა 48 353 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 755.9 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1,ზაფხულშიUTC+2
საფოსტო ინდექსი 46100
ოფიციალური საიტი http://www.cittadimantova.it/

მანტუა მდებარეობა იტალია

Red pog.svg

მანტუა (იტალ. Màntova) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქს. 2009 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 48 353 ადამიანს შეადგენს. მანტუას ისტორიულმა ძალაუფლებამ გონზაგების ოჯახის მმართველობის ქვეშ, ის ჩრდილოეთ იტალიის და ზოგადად მთელი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. ქალაქი გამოირჩევა მისი მნიშვნელოვანი როლით ოპერის ისტორიაში, ასევე ცნობილია არქიტექტურული საგანძურის არაერთი ნიმუშით, მათ შორისაა დახვეწილი სასახლე პალაცი და ქალაქის რენესანსული ზოგადი იერსახე. უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტას მიხედვით, სწორედ მანტუაში განდევნეს რომეო. მანტუია უახლოესი ქალაქია ცნობილი რომაელი პოეტის, პუბლიუს ვერგილიუს მარონისს დაბადების ადგილიდან.

მანტუია სამი მხრიდან შემოსაზღვრულია XII საუკუნეში შექმნილი ხელოვნური ტბებით. ისინი გარდას ტბიდან გამომავალი მნდინარე მინჩოს წყლით საზრდოობენ.

ქალაქის სიახლოვეს, მდინარე მინჩოს სანაპიროებზე დასახლებები ჯერ კიდევ ძვ. წ. 2000 წელს არსებოდბა, რომლებიც ბუნებრივად დაცული იყო. ძვ. წ. VI საუკუნეში დასახლებები ეტრუსკულ სოფლად გადაიქცა.

2008 წელს, მანტუა ქალაქ საბიონეტასთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1287
რუს.ინგლ.ფრ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე