ლონხა-დე-ლა-სედა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლონხა-დე-ლა-სედა*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

Llonja.jpg
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 39°28′27″ ჩ. გ. 0°22′42″ დ. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1996  (მე-20 სესია)
ნომერი 782
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 782
რუს.ინგლ.ფრ.

ლონხა-დე-ლა-სედა (Lonja de la Seda) — გვიანდელი ვალენსიური გოთიკის არქიტექტურის სამოქალაქო შენობა ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში. აშენდა 1482 - 1548 წლებში და დღეს ქალაქის უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 1996 წელს ის იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც „თვალსაჩინო და უნივერსალური ღირებულების ძეგლი, ერთადერთი ნიმუში გვიანდელი გოთიკის სამოქალაქო ნაგებობისა, რომელიც დრამატულად წარმოაჩენს დიდებული, ძლევამოსილი ხმელთაშუაზღვიური კომერციული ქალაქის ძალაუფლებასა და კეთილდღეობას".

დღევანდელი ნაგებობის უკან XIV საუკუნის შენობა იდგა, რომელსაც ზეთის გასაცვლელს ეძახდნენ (ესპანურად Lonja del Aceite), მიუხედავად სახელისა, ნაგებობა არა მარტო ზეთის, არამედ სხვადსასხვა სახის კომერციული საქმიანობისათვის გამოიყენებოდა.

ვალენსიამ კომერციულ სფეროში აყვავების ხანას XV საუკუნეში მიაღწია, რამაც ახალი შენობების აღმართვას მისცა ბიძგი.

ლონხა-დე-ლა-სედას მონახაზი დამყარებული იყო პალმა-დე-მალიორკაზე მდებარე ანალოგიურ შენობაზე, რომელიც 1448 წელს აიგო.

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]