მედინა-ასაჰარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედინა-აზაჰარა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ჰაჯიბის კარიბჭე
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 37°53′16″ ჩ. გ. 4°52′01″ დ. გ. / 37.88778° ჩ. გ. 4.86694° დ. გ. / 37.88778; -4.86694
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
ნომერი 1560
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1560
ინგლ.რუს.ფრ.

მედინა-აზაჰარა (ესპ. Medina Azahara, მომდინარეობს არაბ. مدينة الزهراء) — სასახლეების ქალაქი ესპანეთში. აგებულია X საუკუნეში ომაიანების დინასტიის ხალიფა აბდ ალ-რაჰმან III-ის ბრძანების შესაბამისად. მდებარეობს კორდობიდან დასავლეთით 8 კილომეტრში, სიერა-მორენას მთიანი ქედის რაიონში.

ქალაქის აგების ძირითადი მიზეზი ატარებდა პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ხასიათს: ხალიფის ტიტული მისი მფლობელისაგან მოითხოვდა ახალი ქალაქის, როგორც ძალაუფლების სიმბოლოს დაარსებას. ქალაქის აშენებით ომაიან ხალიფებს სურდათ წარმოჩენილიყვნენ ჩრდილოეთ აფრიკაში გაბატონებული ფატიმიდების ხალიფებზე უკეთესები. გარდა პოლიტიკისა, ისინი ასევე ოპონენტები იყვნენ რელიგიურ საკითხებში, კერძოდ, ფატიმიდები მისდევდნენ შიიტური ისლამის მიმდინარეობას და მტრობდნენ ომაიანებს, რომელთა უმეტესობა მისდევდა სუნიტურ ისლამს.

ასევე გავრცელებულია პოპულარული მოსაზრება, რომ ქალაქი ააგეს ხალიფის ფავორიტის სახელად აზ-ზაჰრას პატივსაცემად.

1923 წელს არქეოლოგიური გათხრების შემდეგ მედინა ასაჰარა აღიარეს ესპანეთის ეროვნული კულტურის ძეგლად, ხოლო 2018 წელს იგი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]