ბანსკა-შტიავნიცა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ბანსკა-შტიავნიცა
Banská Štiavnica
SK BS Trinity Square.PNG
გერბი
გერბი
ქვეყანა სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
კოორდინატები 48°27′29″ ჩ. გ. 18°53′47″ ა. გ. / 48.45806° ჩ. გ. 18.89639° ა. გ. / 48.45806; 18.89639
პირველი ხსენება 1156
ფართობი 46.378 კმ²
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა 10 662 კაცი (2006)
სიმჭიდროვე 230 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 969 01
ოფიციალური საიტი ბმული

ბანსკა-შტიავნიცა მდებარეობა სლოვაკეთი

Red pog.svg

ბანსკა-შტიავნიცა (სლოვაკ. Banská Štiavnica, გერმ. Schemnitz, უნგრ. Selmecbánya) — ქალაქი ცენტრალურ სლოვაკეთში. მდებარეობს უზარმაზარი კალდერის შუაგულში, რომელიც უძველესი ვულკანის ჩანგრევის შედეგად წარმოიქმნა. აღნიშნული კალდერა ცნობილია შტიავნიცის მთების სახელით. 2006 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 10 662 ადამიანს შეადგენს. ბანსკა-შტიავნიცა ამჟამად სრულიად დაცული შუა საუკუნეების ქალაქია. მისი ისტორიული ღირებულების გამო, ქალაქი თავის შემოგარენთან ერთად, 1993 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ისტორიულად, ქალაქის ბედი მჭიდროს იყო დაკავშირებული მისი ვერცხლის მადნის უზარმაზარ მარაგებთან. გათხრების თანახმად, დგინდება, რომ ტერიტორია ნეოლითის პერიოდში დასახლდა.

პირველი სამთო-მოპოვებითი დასახლება აქ ძვ. წ. III საუკუნეში სავარაუდოდ კელტებმა დააარსეს. მოგვიანებით, ის ჰუნებმა დაიპყრეს. რომაული წყაროების მიხედვით, ჰუნებმა ვერცხლის მოპოვებას მიჰყვეს ხელი. 1156 წელს, ბანსკა-შტიავნიცა გაფორმდა როგორც მაღაროების პატარა ქალაქი. XIII საუკუნეში აქ ტიროლიდან და საქსონიიდან მოდიან გერმანელი კოლონისტები. 1443 წელს ქალაქი მიწისძვრამ გაანადგურა. უკვე XV საუკუნეში, ქალაქში მდებარეობს ორი ციხესიმაგრე, ძველი და ახალი, რომლებიც მას თურქთა თავდასხმებისგან იცავდა. 1627 წელს, პირველად მსოფლიო სამთო-მოპოვებითი საქმიანობის ისტორიაში, აქ გამოყენებულ იქნა ფეთქებადი დენთი. 1735 წელს, ბანსკა-შტიავნიცა ხდება უნგრული მოპოვებითი საქმიანობის სკოლა, ხოლო 1763 წელს არსდება უმაღლესი განათლების ინსტიტუტი - სამთო აკადემია. 1782 წლისთვის, ბანსკა-შტიავნიცა უნგრეთის სიდიდით მესამე ქალაქის წარმოადგენს ბრატისლავისა და დებრეცენის შემდეგ.

უკანასკნელ ხანებში, ბანსკა-შტიავნიცამ დაკარგა თავის კომერციული მნიშვნელობა, მაგრამ სლოვაკეთის პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 618
რუს.ინგლ.ფრ.