დიოკლეტიანეს სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქ სპლიტის ისტორიული კომპლექსი დიოკლეტიანეს სასახლესთან ერთად*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Paleis van Diocletianus.jpg
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 43°30′29″ ჩ. გ. 16°26′18″ ა. გ. / 43.50806° ჩ. გ. 16.43833° ა. გ. / 43.50806; 16.43833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1979  (მე-3 სესია)
ნომერი 97
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 97
რუს.ინგლ.ფრ.

დიოკლეტიანეს სასახლე (ხორვატ. Dioklecijanova palača) — ნაგებობა ხორვატიის ქალაქ სპლიტში, რომელიც რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ ახ. წ. IV საუკუნის დასაწყისში ააგო.

სასახლე მდებარეობს უბეში შეჭრილ პატარა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ სალონადან 4 მილის დაშორებით, რომელიც იმ დროისათვის რომის პროვინცია დალმაციის დედაქალაქი იყო.

მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია რომაელებმა მიატოვეს, სასახლე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ცარიელი რჩებოდა. VII საუკუნეში, შემოგარენში მაცხოვრებლებმა ბარბაროსების თავდასხმებს გაქცევით უშველეს თავს სასახლის კედლებს შეეფარნენ. ამის შემდეგ, სასახლე ადგილობრივების მიერ იქნა ათვისებული, აქ მათ საცხოვრებელი სახლები და საკუთარი წარმოებები მოაწყვეს.[1] დღეისათვის, მის კედლებს შიგნით შესაძლებელია რამდენიმე რესტორნისა და მაღაზიის ხილვა.

შუა საუკუნეების შემდეგ, სასახლე ევროპელთათვის უცნობი იყო, სანამ ის შოტლანდიელმა ნეო-კლასიკოსმა არქიტექტორმა რობერტ ადამმა არ აღწერა, რომელმაც ფრანგ მხატვარ-ანტიკვარისტ შარლ-ლუი კლერისოსა და რამდენიმე სხვა ხელოვანთან ერთად გამოაქვეყნა „იმპერატორ დიოკლეტიანეს სასახლის ნანგრევები დალმაციაში" (ლონდონი, 1764 წ). დიოკლეტიანეს სასახლე ადამის ახალი, ნეოკლასიკური არქიტექტურული სტილის შთაგონების წყარო გახდა.[2]

დღეისათვის, სასახლე ადგილობრივი მნიშვნელობის საზღვრებს სცდება. ის ხორვატიის სანაპირო ზოლში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა, ამავე დროს, წარმოადგენს მსოფლიოში შემორჩენილ ყველაზე სრულყოფილ რომაული სასახლის ნაშთს, რომელსაც ევროპისა და ზოგადად მსოფლიოს მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უკავია.

1979 წელს, დიოკლიტიანეს სასახლის გარშემო გაშენებული ისტორიული ქალაქი სპლიტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.croatiatraveller.com/Heritage_Sites/Diocletian'sPalace.htm
  2. Hogan, C. Michael, "Diocletian's Palace", The Megalithic Portal, A. Burnham ed., 6 Oct 2007.