აისლებენი
| ქალაქი
აისლებენი
Lutherstadt Eisleben
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 783 რუს. • ინგლ. • ფრ. |
აისლებენი (გერმ. Lutherstadt Eisleben) — ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში. ეს პატარა ქალაქი მთელს მსოფლიოშია ცნობილი, რადგან ის მარტინ ლუთერის სამშობლოა, აქედან გამომდინარეობს მისი გერმანული სახელიც ლუთერშდატდ-აისლებენი. 2009 წელს, ქალაქის მოსახლეობა 25 703 ადამიანს შეადგენდა.[1]
ასილებენი ორად, ძველ და ახალ ქალაქადაა გაყოფილი. ახალი ქალაქი XIV საუკუნეში მარაროელებმა ააშენეს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
აისლებენი პირველად მოხსენიებულია 997 წელს, როგორც ბაზარი, რომელსაც ისლებია ერქვა, ხოლო უკვე 1180 წლიდან იხსენიება როგორც ქალაქი. 1780 წლამდე ის ქალაქ მანსფელდის შემადგენლობაში შედიოდა, 1780 წლიდან კი საქსონიის საკურფიურსტოში. 1815 წლიდან პრუსიის შემადგენლობაში შევიდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი საქსონია-ანჰალტის მხარეში.
[რედაქტირება] მარტინ ლუთერი
პროტესტანტი რეფორმატორი მარტინ ლუთერი აისლებენში 1483 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მამამისი, ჰანს ლუთერი, ქალაქის ბევრი სხვა მცხოვრების მსგავსად მაღაროელი იყო. მარტინი სულ ერთი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად მანსფელდში გადავიდა, ცხოვრების უდიდესი ნაწილი კი ქალაქ ვიტენბერგში გაატარა, მაგრამ შემთხვევითობის თუ ბედის განგებით, თავის ბოლო ქადაგება, სადაც იგი აღესრულა კიდეც, სწორედ აისლებენში ჩაატარა (1546 წ.)
1996 წელს, ქალაქის მარტინ ლუთერთან დაკავშირებული მემორიალური ადგილები, ქალაქ ვიტენბერგის ანალოგიურ ადგილებთან ერთად, იუნესკოკმ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.