ბამბერგი
|
ქალაქი
ბამბერგი
Bamberg
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 624 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ბამბერგი (გერმ. Bamberg) - ქალაქი გერმანიაში, ბავარიაში. მდებარეობს ზემო ფრანკონიის მხარეში, მდინარე რეგნიცისა და მაინის შერწყმის ადგილზე. ბამბერგი ერთ-ერთია იმ რამდენიმე გერმანულ ქალაქს შორის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს არ დანგრეულა და ხელუხლებლად შეინარჩუნა ისტორიული მემკვიდრეობა. ამის მიზეზი მის სიახლოვეს მდებარე საარტილერიო ქარხანაა, რომელიც გამანადგურებლებს ქალაქის დაბომბვის საშუალებას არ აძლევდა. მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით 69 827 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 7 000 უცხოური წაერმოშობისაა, მათ შორისაა აშშ-ის არმიის 4 100 წევრი.
ბამბერგი რომის მსგავსად 7 ბორცვზე მდებარეობს, ამიტომ შუა საუკუნეებში მას „გერმანულ რომს" ეძახდნენ. ქალაქის კათედრალში დაკრძალულია რომის პაპი კლემენტ II, ერთადერთი პაპი, რომელიც ალპების ჩრდილოეთით განისვენებს.
1647 წელს, ქალაქში დაარსდა ბამბერგის უნივერსიტეტი, რომელსაც იმ დროისათვის ბამბერგის აკადემია ეწოდებოდა.
1993 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- info for visitors
- Schlenkerla Brewery website
- Bamberg travel information (გერმანული)
- Bamberg beer, official website
- Bamberg beer guide
- US Army garrison Bamberg
- Description on the UNESCO World Heritage website
- Images from Bamberg
გალერეა [რედაქტირება]