კორვეის სააბატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაროლინგების ეპოქის ვესტვერკი და კორვეის სააბატო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

კორვეის ეკლესიის ვესტვერკი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდ. ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2014  (38-ე სესია)
ნომერი 1447
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1447
ინგლ.რუს.ფრ.

კორვეის სააბატო (გერმ. Fürstabtei Corvey) —ბენედიქტელების ორდენის ყოფილი საიმპერიო სააბატო გერმანიაში. მდებარეობს მდინარე ვეზერზე, ქალაქ ჰექსტერიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2 კმ-ზე.

კორვეის სააბატო და მისი ვესტვერკი აგებულია 822-885 წლებს შორის. კორვეის სააბატოს ვესტვერკი არის კაროლინგების ეპოქის დღემდე შემონახული ერთადერთი ნაგებობა და იმდროინდელი არქიტექტურის უნიკალური ნიმუში.

შუა საუკუნეებში კორვეი იქცა საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრად, სადაც განათლება მიიღო საქსონიელმა ისტორიკოსმა ვიდუკინდ კორვეიელმა და სკანდინავიელების გამაქრისტიანებელმა მისიონერმა ანსგარმა. XV საუკუნიდან იწყება სააბატოს დაქვეითება. 1792 წელს კი საიმპერიო სააბატოდან საეპისკოპოსომდე ჩამოაქვეითეს.

კაროლინგების ეპოქის ვესტვერკი და კორვეის სააბატო 2014 წლის 21 ივნისს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]