სიენა
|
ქალაქი
სიენა
Siena
|
სიენა — ქალაქი იტალიაში, ტოსკანის რეგიონში, სიენის პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 54 526 ადამიანს შეადგენს.
1995 წლიდან, ქალაქის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[1] ის ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, სადაც 2008 წელს 163 000 საერთაშორისო ჩასვლა დაფიქსირდა.[2] ქალაქი ცნობილის სამზარეულოთი, ხელოვნებით, შუა საუკუნეების ხედებითა და პალიოთი - საცხენოსნო ტრასით.
სექციების სია |
ისტორია [რედაქტირება]
არქეოლოგიური გათხრების თანხმად, დღევანდელი სიენის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ეტრუსკების დროს, ძვ. წ. IX - V საუკუნეებში. სახელი სავარაუდოდ სწორედ ეტრუსკული ან გალიური წარმოშობისაა. დღევანდელი ქალაქის წინაპარი, რომაული ქალაქი სიენა-იულია იმპერატორმა ავგუსტუსმა დააარსა. ლეგენდის თანახმად კი ქალაქი რემუსის ვაჟებმა სენიემმა და შესაბამისად რომულუსის ძმისშვილებმა - (სენიუსი) და აკსიემმა დაარსეს. ტყუპებმა თავშესაფრად ტოსკანის გორაკები აირჩიეს, სადაც მოგვიანებით ქალაქი აშენდა, რომელსაც სენიემის პატივსაცემად სიენა უწოდეს. ეს ლეგენდა ასახულია ქალაქის ოფიციალურ სიმბოლოზე, სადაც ჩვილი რემუსი და რომულუსია გამოსახული, რომლებიც ძუ მგელს წოვენ.
ხელოვნება [რედაქტირება]
მრავალი საუკუნის განმავლობაში, სიენას ხელოვნების მდიდარი ტრადიციები გააჩნდა. სიენის სკოლის მხატვართა სია ისეთ ცნობილ ხელოვანებს მოიცავს, როგორებიც არიან: დუჩიო, სიმონე მარტინი, ამბროჯიო ლორენცეტი, პიეტრო ლორენცეტი, მარტინო დი ბართოლომეო, ფრანჩესკო დი ჯორჯო.
არქიტექტურა [რედაქტირება]
- ლა-პიაცა-დელ-კამპო — ქალაქის მთავარი მოედანი, რომელიც თავდაპირველად ბაზარი იყო, XIII-XIV საუკუნებში კი აქ ადმინისტრაციული შენობები აიგო.
- ილ-დუმიო-დი-სიენა — სიენის მთავარი საკათედრო ტაძარი, XII საუკუნის კომპლექსი, რომელიც რომანულ-გოთიკურ სტილშია აშენებული და ერთ-ერთი ულამაზესია მთლს ტოსკანაში.
- ლა-ბაზილიკა-დი-სანტა-მარია-დეი-სერვი — XIV საუკუნის ბაზილიკა, რომელიც მრავალჯერ გადაკეთდა. ნაგებია გოთიკურ სტილში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- Official virtual tour
- Siena virtual tour (Italian Landmarks)
- Siena Forum
- The Mysticism of Catherine of Siena
- Siena information for the independent traveler
- Images from Siena
- Map of Siena
- Siena tourist guide
- Photography of Siena
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ UNESCO-Historic Centre of Siena. http://whc.unesco.org.
- ↑ Euromonitor Internationals Top City Destinations Ranking > Euromonitor archive. Euromonitor.com (2008-12-12). წაკითხვის თარიღი: 2010-04-09.
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 717 რუს. • ინგლ. • ფრ. |