ბადენი (ქვემო ავსტრია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბადენი
Baden bei Wien
Baden austria 01.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
ფედერალური მხარე ქვემო ავსტრია
კოორდინატები 48°00′12″ ჩ. გ. 16°13′52″ ა. გ. / 48.00333° ჩ. გ. 16.23111° ა. გ. / 48.00333; 16.23111
ფართობი 26,89 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 230
მოსახლეობა 25 176 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 936 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0 22 52
საფოსტო ინდექსი 2500
ოფიციალური საიტი http://www.baden-bei-wien.at/

ბადენი (ქვემო ავსტრია) მდებარეობა ავსტრია

Red pog.svg

ბადენი — საკურორტო ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, ბადენის რაიონის დედაქალაქი. მდებარეობს ვენიდან 26 კმ-ით სამხრეთით. ხშირად მას Baden bei Wien-ს უწოდებენ (ბადენი ვენის სიახლოვეს), მაგრამ ეს სახელი არაოფიციალურია.

ბადენი მდებარეობს ვენის ტყის მასივში და გამოიყენება საზაფხულო კურორტად ვენის შეძლებულ მოსახლეთა მიერ. თბილი წყაროები, რომლებისგანაც წარმოსგდება ქალაქის სახელი, 22 °C (72 °F) — 36 °C (97 °F) ტემპერატურისაა და შეიცავს კირის სულფატს.

ისტორია[რედაქტირება]

ბადენის თეატრი

ბადენის ცნობადობა ჯერ კიდევ რომაული ხანით თარიღდება, რომლებიც მას Thermae Pannonicae-ს უწოდებდნენ. ქალაქი დღესაც იგივე მდებარეობას ინარჩუნებს. 869 წელს დასახლება პადუნის სახელით მოიხსენიება, 1480 წელს მან ქალაქის სტატუსი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალჯერ აიღეს უნგრელებმა თუ თურქებმა, ქალაქი ყოველთვის მალევე ხდებოდა კვლავ აყვავებული. ავსტრიის საიმპერატორო რამდენიმე ოჯახმა ბადენი თავიანთ სახაფხულო რეზიდენციად აქციეს, ააშენეს მდიდრული ვილები. მას შემდეგ, რაც 1812 წელს ქალაქი ცეცხლმა გაანადგურა, იგი მთლიანად იქნა აღდგენილი ბიდერმაიერის სტილში, არქიტექტორ იოსებ კორნჰაუზელის გეგმის მიხედვით. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბადენში დროებით განთავსებული იყო ავსტრია-უნგრეთის არმიის უმაღლესი მთავარსარდლობა. 1934 წელს სამორინეს გახსნამ, ქალაქი საბოლოოდ აქცია ავსტრიის უმთავრეს საკურორტო ქალაქად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1955 წალმდე ბადენი წარმოადგენდა მოკავშირეთა მიერ მართული ავსტრიის საბჭოთა ძალების მთავარ შტაბ-ბინას.

დემოგრაფია[რედაქტირება]

წელი მოსახლეობა
1971 22,727
1981 23,140
1991 23,488
2001 24,518
2006 25,212
2010 25,136
წყარო: Baden (Niederösterreich)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]