სტრადე-ნუოვე
| გენუა, სტრადე-ნუოვე და პალაცი-დეი-როლი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| სტრადე-ნუოვეს გრაფიკული გამოსახულება
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | (ii) (iv) |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ევროპა |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2006 (30-ე სესია) |
| ნომერი | 1211 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1211 რუს. • ინგლ. • ფრ. |
სტრადე-ნუოვე (იტალ. Strade Nuove) — იტალიაში ამ ტერმინით მოიხსენიებენ ურბანული გზების იმ ნიმუშებს, რომლებიც ქალაქ გენუაში XVI-XVIII საუკუნეებში აშენდა.
გზების ერთობლიობა ძირითადად შედგება შემდეგი გზატკეცილებისგან: ვია-გარიბალდი, ვია-ბალბი და ვია-კაიროლი. სისტემა გენუის მდიდარი ოჯახების იერაა აშენებული.
მაღალი არქიტექტურული ღირებულების პირველი სტრადა-ნუოვა, ამჟამად სტრადა-გარიბალდი 1551—1583 წლებში არქიტექტორმა გალეაცო ალესიმ ააშენა. იგი ძველი ქალაქის თავში მდებარეობს, საიდანაც მისი პანორამული ხედი იშლება. იმჟამად ის გენუის მმართველი ელიტის სიმბოლოს წარმოადგენდა. 1601—1618 წლებში, პირველის მოდელზე მეორე სტრადა-ნუოვა, ამჟამად ვია-ბალბი აშენდა, 1778—1786 წლებში კი მესამე, ბოლო გზა ვია-კაიროლი.
2006 წელს, სტრადე-ნოუვე გენუის ძველ ნაწილსა და სასახლეების კომპლექს პალაცი-დეი-როლისთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- პროფილი იუნესკოს ვებ-გვერდზე
- Base de données des édifices du centre historique de Gênes recensés par nom de rue. (იტალიური)