სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა
| რომის ისტორიული ცენტრი, ვატიკანის ქონება და სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა* | ||
|---|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი |
||
|
|
||
| ქვეყანა | ||
| ტიპი | კულტურული | |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv, vi | |
| სია | იუნესკოს სია | |
| რეგიონი** | ევროპა | |
| კოორდინატები | / | |
| გაწევრიანების ისტორია | ||
| გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
| ნომერი | 91 | |
| გაფართოება | 1990 | - |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
||
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 91 რუს. • ინგლ. • ფრ. |
სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურა (იტალ. Basilica Papale di San Paolo fuori le Mura - წმინდა პავლეს ბაზილიკა კედლებს გარეთ) — ძველი რომის პერიოდის ეკლესია, ერთ-ერთი რომში მდებარე პაპისს ოთხი მთავარი ბაზილიკიდან: წმინდა იოანეს ლატერანული ეკლესია, სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკა და წმინდა პეტრეს ბაზილიკა.
ბაზილიკა რომის იმპერატორმა კონსტანტინე I-მა დააარსა იმ ადგილას, სადაც წმინდა პეტრე იყო დაკრძალული და სადაც წმინდანის მიმდევრების მიერ მემორიალი იყო აღმართული. პირველი შენობა 370 წელს ვალენტინიანე I-მა ააშენა.
386 წელს, იმპერატორმა თეოდოს I-მა ბევრად დიდი და ლამაზი ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო. მაგრამ ტაძარში მიმდინარე მოზაიკური სამუშაოები მხოლოდ პაპ ლეო I-ის დროს დასრულდა (440–461). V საუკუნეში, ის ბევრად დიდი იყო, ვიდრე წმინდა პეტრეს ძველი ბაზილიკა. გრიგოლ I-ის პაპობისას, ბაზილიკა მთლიანად გადაკეთდა.
X საუკუნეში, ბაზილიკა კლუნისკელ ბერებს გადაეცათ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- პაოლო-ფუორი-ლე-მურა კათოლიკურ ენციკლოპედიაში
- Wiki Churches of Rome: Basilica San Paolo fuori le Mura
- St. Paul's Tomb Unearthed in Rome on National Geographic News
- The tombs of the apostles: Saint Paul