წმინდა იაკობის გზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა იაკობის გზა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Stjacquescompostelle1.png
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°27′32″ ჩ. გ. 5°52′58″ დ. გ. / 42.459000° ჩ. გ. 5.883000° დ. გ. / 42.459000; -5.883000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1993  (მე-17 სესია)
ნომერი 669
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 669
რუს.ინგლ.ფრ.

წმინდა იაკობის გზა (ესპ. El Camino de Santiago) — პილიგრიმთა გზა ესპანეთში, გალისიაში მდებარე სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძრისაკენ, სადაც ტრადიციის მიხედვით მოციქული იაკობ ზებედესია დაკრძალული.

აღნიშნული გზა უკვე ათას წელზე მეტია რაც არსებობს. შუა საუკუნეებში, ქრისტიანი პილიგრიმებისთვის რომისა და იერუსალიმის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა. ამ გზის გავლით, პილიგრიმს შეეძლო სრული ინდულგენცია მიეღო.

ლეგენდის თანახმად, წმინდა იაკობის (ზებედესი) ნაწილები იერუსალიმიდან ნავით მოიტანეს და ჩრდილოეთ ესპანეთში დამარხეს, იქ სადაც დღეს სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძარია აღმართული.

შუა საუკუნეებში გზა საკმაოდ გადატვირთული იყო, მაგრამ XVI საუკუნის ევროპაში შავი ჭირის გავრცელებამ, პროტესტანტულმა რეფორმაციამ და პოლიტიკურმა ქაოსმა გზაზე მომლოცველთა ნაკადები თანდათან შეასუსტა. 1980-იანი წლებისთვის, ამ გზის გავლით წელიწადშ მხოლოდ რამდენიმე პილიგრიმი თუ მიდიოდა ტაძარში. მაგრამ უკვე 1990-იანი წლებიდან, თანამედროვე მომლოცველები მთელი მსოფლიოდან დაიძრნენ წმინდა იაკობის გზისკენ. 1987 წელს, გზა ევროპის საბჭოს მიერ გაფორმდა პირველ ევროპულ კულტურულ გზად, ხოლო 1993 წელს ის უკვე იუნესკოს მიერ იქნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: