ბერატი
| ქალაქი
ბერატი
Berati
|
ბერატი (ალბ. Berati) — ქალაქი სამხრეთ ალბანეთში. ბერატის ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ოსუმის ნაპირებზე, ტომორის ქედის მთისწინეთზე. ტირანადან სამხრეთით 70 კმ-ზე. 2006 მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 65 000 კაცს.
2008 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
[რედაქტირება] ისტორია
ქალაქის ტიპის დასახლება თანამედროვე ბერატის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ზვ. წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე და მას მაკედონიის მეფე კასანდრამ მამამისის პატივსაცემად უწოდა ანტიპატრია (ბერძნ. Αντιπατρια). ძვ. წ. II საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს რომაელებმა.
ბიზანტიის მმართველობის პერიოდში ქალაქს ეწოდებოდა პულხერიოპოლისი (ბერძნ. Πουλχεριοπολις).
IX საუკუნეში ქალაქი დაიპყრო ბულგარეთის მეფე სიმონ დიდმა და უწოდა ბელიგრადი. XIII საუკუნეში ქალაქი კვლავ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაშია, 1345 წელს კი შევიდა სერბეთის სამეფოს შემადგენლობაში.
XV საუკუნეში ბერატი იყო მუზაკის სამთავროს დედაქალაქი, ხოლო 1432-1444 წწ. - არიანიტის სამთავროს დედაქალაქი.
1431 წელს ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს, ხოლო 1450-1912 წწ. ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაშია.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები
- ეთნოგრაფიის მუზეუმი
- ონუფრის ხატწერის მუზეუმი
- გალერეა «ედვარდ ლირი»
- ბერატის ციხე0სიმაგრე (XIII ს.)
- ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესია (XIII ს, ფრესკები— 1578 წ.)
- წმინდა მიხეილის ეკლესია (XVI ს.)
- სამების ეკლესია (XIV ს.)
- ევანგელისტების ეკლესია (XVI ს.)
- ღვთისმშობლის ტაძარი (1787 წ,)
- ჰელვეტების სექტის სამლოცველო (1782 წ.)
- თეთრი მეცეთი (1555 წ.)
- სამეფო მეჩეთი (1512 წ.)
- ხიდი მდინარე ოსუმიზე (1780 წ.)
[რედაქტირება] ფოტოგალერეა
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 569 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||