გარახონაის ეროვნული პარკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარახონაის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

GarajonayNationalpark Lorbeerwald.jpg
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 28°07′34″ ჩ. გ. 17°14′14″ დ. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1986  (მე-10 სესია)
ნომერი 380
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 380
რუს.ინგლ.ფრ.

გარახონაის ეროვნული პარკი (ესპ. Parque nacional de Garajonay) - მდებარეობს ესპანეთში, კანარის კუნძულების კუნძულ გომერაზე. 1981 წელს მიიღო ეროვნული პარკის სტატუსი, ხოლო 1986 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:VII, IX). პარკის ფართობია 40 კმ2. სახელწოდება მიიღო გარახონაისგან (კუნძულის უმაღლესი მწვერვალი - 1484 მ.). პარკის ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 790-1400 მეტრ სიმაღლეზე.

სექციების სია

გარა და ხონაი [რედაქტირება]

პარკში არსებულ სტატუეტებს და პარკს სახელი ეწოდა ადგილობრივი მოსახლეების გუანჩების ტომელთა შეყვარებულების პატივსაცემად, რომელთა ისტორია მოგვაგონებს რომეოსა და ჯულიეტას ისტორიას. გარა იყო კუნძულ გომერას პრინცესა, ხოლო ხონაი კ. ტენერიფეს მეფის შვილი.

გალერეა [რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: