აგტელეკის ეროვნული პარკი
| ვლკოლინეცი* | ||
|---|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი |
||
|
|
||
| ქვეყანა | ||
| ტიპი | ბუნებრივი | |
| კრიტერიუმები | viii | |
| სია | იუნესკოს სია | |
| რეგიონი** | ევროპა | |
| კოორდინატები | / | |
| გაწევრიანების ისტორია | ||
| გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) | |
| ნომერი | 725-858 | |
| გაფართოება | 2000 | - |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
||
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 725-858 რუს. • ინგლ. • ფრ. |
აგტელეკი — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ უნგრეთში, ბორშოდ-აბაუი-ზემპლენის მედიეში, ამ სახელის ასევე პატარა სოფელი პარკის ტერიტორიაზე. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში სლოვაკეთის კარსტთან ერთად, რომელიც აგრძელებს აგტელეკის ეროვნულ პარკს სლოვაკეთის ტერიტორიაზე.
პარკი მდებარეობს ქალაქ მიშკოლციდან ჩრდილოეთით 60 კმ-ში და მოქცეულია მდინარეების ბოდვასა და შაიოს ხეობებს შორის.
პარკის ფართობია — 199 კმ² საიდანაც 39 კმ² განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა. აგტელეკმა ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო 1985 წელს, ხოლო 10 წლის შემდეგ გაწევრიანდა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
პარკის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მრავალრიცხოვანი კარსტული მღვიმეები, ცნობილი თავისი სიგრძით და ლაბირნითისმაგვარი დარბაზებით. სულ რეგიონში დაითვლება 712 მღვიმე. ყველაზე დიდი და ცნობილი მღვიმეა ბარადლა (დომიცა) - ყველაზე დიდი სტალაქტიტებით ევროპაში. მისი სიგრძე 26 კილომეტრია, საიდანაც 18 მდებარეობს უნგრეთში, 8 კმ. სლოვაკიაში. სადაც იგი ცნობილია დომიცას სახელით.
გალერეა[რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
|||||||
|
|||||||