ინდოეთის არქივი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სევილიის კათედრალი და არქივი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 383
რუს.ინგლ.ფრ.

ინდოეთის არქივი (ესპ. Archivo General de Indias) — არქივი ქალაქ სევილიაში (ანდალუსია, ესპანეთი). შეიცავს ძვირფას დოკუმენტებს, რომელიც ესპანეთის იმპერიის ისტორიას აღწერს ამერიკასა და ფილიპინებზე. არქივის შენობა, რომლის ავტორია არქიტექტორი ხუან დე ერერა, აღორძინების ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1987 წელს არქივის შენობა და მისი არქივები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

შენობა 1572 წელს ააგეს ფილიპ II-ის დავალებით, ვაჭართა სევილიის გილდიისთვის "კონსულადო-დე-მერკადეს" (Casa Lonja de Mercaderes). მანამდე სევილიელი ვაჭრები ვაჭრობას საკათედრო ტაძრის გრილ გალერეებში ამჯობინებდნენ. შენობის ცენტრში მდებარეობს დიდი პატიო. სახურავს გარშემორტყმული აქვს ბალუსტრადა, ხოლო მის კიდეებზე დაყენებულია ობელისკები. შენობას სკულპტურული მორთულობები არ აქვს.