ტურნეს კათედრალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტურნეს ღვთისმშობლის კათედრალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Tournai pan.jpg
ქვეყანა ბელგიის დროშა ბელგია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 50°36′24″ ჩ. გ. 3°23′20″ ა. გ. / 50.60667° ჩ. გ. 3.38889° ა. გ. / 50.60667; 3.38889
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 1009
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1009
რუს.ინგლ.ფრ.

ტურნეს ღვთისმშობლის კათედრალი (ფრანგ. Cathédrale Notre-Dame de Tournai) — კათედრალი და უმნიშვნელობვანესი არქიტექტურული მონუმენტი ბელგიაში, ვალონიის რეგიონში. 2000 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

კათედრალს გააჩნია ხუთი კოშკი და ნაგებია გოთიკურ სტილში. შენობის სიმაღლე 58 მეტრია, უმაღლესი კოშკის 83 მ, სიგრძე 134 მ, სიგანე 36 მ.

კათედრალის მშენებლობა 1110 წელს დაიწყო IX საუკუნის ეკლესიის ადგილას, რომელიც ხანძარმა გაანადგურა. მშენებლობა არქიტექტურის რომანულ სტილში დაიწყო და დასრულდა 1191 წელს, მაგრამ XIII საუკუნეში, ეპისკოპოსის ბრძანებით კომპლექსის გოთიკურ სტილში გადაკეთება დაიწყო. მალე სამუშაოები შეჩერდა. 1325 წლისთვის, ამ სტილში კათედრალის მხოლოდ ორი სამლოცველო იქნა დასრულებული.

2008 წლის 19 თებერვალს, კათედრალი გაძარცვეს. დაიკარგა უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი რელიკვიები, რომელთა ღირებულებამაც 40 მლნ ევრო შეადგინა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: