ტეიდეს ეროვნული პარკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1258 რუს. • ინგლ. • ფრ. |
ტეიდეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional del Teide) — ეროვნული პარკი კუნძულ ტენერიფეზე (კანარის კუნძულები, ესპანეთი). დაარსდა 1954 წელს. არის ყველაზე დიდი და ძველი ეროვნული პარკი კანარის კუნძულებზე. პარკის ტერიტორიაზეა მთა ტეიდე (3718 მ; კანარის კუნძულების უმაღლესი მწვერვალი). 2007 წლის 29 ივნისს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: