ახალსოფელი (გუდაუთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალსოფელი.
სოფელი
ახალსოფელი
Хыҧсҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
თემი ახალსოფელი
კოორდინატები 43°08′25″ ჩ. გ. 40°33′27″ ა. გ. / 43.14028° ჩ. გ. 40.55750° ა. გ. / 43.14028; 40.55750
ადრეული სახელები აშიცრა
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალსოფელი (გუდაუთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ახალსოფელი (გუდაუთის მუნიციპალიტეტი)
ახალსოფელი (გუდაუთის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ახალსოფელი (გუდაუთის მუნიციპალიტეტი)

ახალსოფელი[1] (ყოფილი აშიცრა - გადაერქვა 1943 წლის 29 დეკემბერს[2].) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ხიფსთის შესართავის ახლოს. თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 40 მ, გუდაუთიდან 8,6 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

30-იანი წლების ბოლოს აფხაზეთში ფეხი მოიკიდეს მთიანი რაჭიდან ჩამოსახლებულმა მცირემიწიანმა რაჭველებმა. აზრი, რომ თითქოს აფხაზეთში კლიმატური პირობების გამო ვაზის წარმოება არ შეიძლებოდა, გაქრა. რაჭველები არ შეუშინდნენ ბუნებას, მალარიას, გაჩეხეს ჩირგვნარი, ეკალბარდები, ძაღლყუნძენა და ცხოვრება დაიწყეს. სოფელს კი ახალსოფელი დაერქვა. სწორედ მაშინ შეესხა ფრთები აგრონომ ალექსანდრე (საშა) იობიძის ოცნებას, აფხაზეთში კულტურული ვენახის ზვრების გაშენების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქაუტაძე რ. „ალექსანდრე იობიძე — კოლხური ვაზის აღორძინების ინიციატორი საქართელოში“, „ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წელიწდეული“, ქუთაისი, 2018, გვ. 108

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .