აჩირხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
აჩირხა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
თემი ანუხვა
კოორდინატები 43°07′10″ ჩ. გ. 40°47′33″ ა. გ. / 43.11944° ჩ. გ. 40.79250° ა. გ. / 43.11944; 40.79250
მოსახლეობა 0 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აჩირხა — საქართველო
აჩირხა
აჩირხა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
აჩირხა

აჩირხა[1]სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემი), აფხაზეთის მთისწინეთზე, მდინარე ფსირცხის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 320 მ, შავი ზღვიდან 4 კმ, გუდაუთიდან 21 კმ.[2] სახელწოდება ქართულია, სვანურად ჩირხვა „თეთრ ქვებს“ ნიშნავს, რომელსაც აფხაზური -ა ბოლოსართი ერთვის. ამ ადგილებში მართლაც თეთრი ქვებია, საიდანაც მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც. აფხაზური ეტიმოლოგიით, აჩი – ცხენი, არხა – ველი, შესაბამისად „ცხენის ველი“. 1949 წელს შედიოდა მეორე ანუხვის სასოფლო საბჭოში. მანამდე არ იხსენიება.[3] 1954 წლის 19 ივნისს ამოქმედდა ბრძანებულება „საქართველოს სს რესპუბლიკის ზოგიერთი სასოფლო საბჭოს გამსხვილების შესახებ“. გაუქმდა მეორე ანუხვის სასოფლო საბჭო და შეიქმნა ანუხვის სასოფლო საბჭო, რომელშიც დღემდე შედის.[4][5] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]