აჭანდარა (გუდაუთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭანდარა (მრავალმნიშვნელოვანი).

აჭანდარა[1]სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჭბაართსა და დოხურთს შორის. თემის ცენტრი (სოფლები: აჭანდარა, აოსირხვა, აუალიცა, ქვაბურთა, ძიბზირი, წვინდირთა, ხაბიუ, ჯგითირხვა). ზღვის დონიდან 150 მ, შავი ზღვიდან 13 კმ, გუდაუთიდან 18 კმ.

აჭანდარაში შემორჩენილია რამდენიმე დოლმენი (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი). იქვეა ადრინდელი ფეოდალური ეპოქის ციხის ნანგრევები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ სოფელში დღემდე დგას უზარმაზარი ჭადარი, რომელიც ალბათ ათასი წლისა იქნება. ალბათ ამ ხეს უკავშირდება სოფლის სახელი აჭანდარა, სადაც პირველი აფხაზურისათვის დამახასიათებელი თავსართია, ხოლო ქონების მნიშვნელი სუფიქსია და საკმაოდ ხშირად გვხვდება ქართულში (მაგალითად: ქოჩორა, წვერა, ბოლოშავა, თავშიშველა და ა.შ). ფუძე ამ სიტყვისა არის ჭანდარი, რომელიც ჭადარის პარალელურად გვხვდება როგორც დიალექტებში ასევე მხატვრულ ლიტერატურაშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]