კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 106: ხაზი 106:
[[ფაილი:Colchian necklace.jpeg|მინი|250x250პქ|კოლხური ოქროს ყელსაბამი]]
[[ფაილი:Colchian necklace.jpeg|მინი|250x250პქ|კოლხური ოქროს ყელსაბამი]]
[[ფაილი:Colchian scent bottle 4th century BC.jpg|მარცხნივ|მინი|კოლხური ვერცხლის სურა]]
[[ფაილი:Colchian scent bottle 4th century BC.jpg|მარცხნივ|მინი|კოლხური ვერცხლის სურა]]
კოლხეთის ძლიერების ეპოქად სწორედ ძვ.წ. VIII საუკუნე მიიჩნევა, საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთიდან ნომადების დიდი შემოსევები დაიწყო. ძვ.წ. დაახლ. 720 წელს კიმერიელთა დიდი ნაკადები შემოიჭრა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩრიდლოეთ შავიზღვისპირეთის მხრიდან. შემოსევა იმდენად დამნგრეველი იყო, რომ კიმერიელთა სახელი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (გიმირ//გმირი). ამას დაერთო მალე სკვითების შემოსევაც დარუბანდის მხრიდან, რომლებიც კიმერიელებს ედგნენ კვალში, რამაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენა სამხრეთ კავკასიას. საბოლოოდ მოსპო მზარდი კოლხური კონსოლიდაცია. კიმერიელთა დამანგრეველი ლაშქრობის შესახებ წყაროები დაცულია ასურეთის მეფის სარგონ II-ის (ძვ.წ. 722-705) დროინდელ დოკუმენტში. აქ საკმაო ცნობებია იმ საშინელი დამარცხების შესახებ, რომელიც ურარტელებს და კოლხებს განუცდიათ კიმერიელებთან ომში. ეს დამარცხება უნდა მომხდარიყო დაახლ. არაუადრეს ძვ.წ. 715 წელს. გამარჯვებული კიმერიელები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და მცირე აზიის ზოგიერთ ოლქში დასახლდნენ და აქ სამეფოებიც შექმნეს. დას. საქართველოში მრავლადაა ამ პერიოდის სამაროვნები და სკვითური იარაღები აღმოჩენილი ასევე კიმერიული შუბისპირები, ნოამადური აკინაკები და ა.შ,.ამრიგად კოლხამ არსებობა შეწყვიტა, მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ნაწილი მზობელ მხარეებში გადასახლდა. მთიელმა ტომებმა ბარში ჩამოსვლა იწყეს. სიტუაციის მეტ-ნაკლებად ჩაწყნარების შემდეგ კოლხა-დიაოხის ტერიტორიულ არეალში პირველობას იწყებენ ხალიბები, რომელთა კულტურაც და ძალაც რკინის მაღალი განვითარებიის კულტურას და მეტალურგიას ეფუძნებოდა. შემდგომში ხალიბებს ანაცვლებენ სასპრები, რომელბმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფორმირებაში. მიდიის მიერ ურარტუს განადგურბის შემდეგ (ძვ.წ. 590წ) დას. საქართველოში დაჩქარდა ადრინდელი პროცესები და მომზადდა ნიადაგი ახალი მზარდი კონსოლიდაციისათვის. დამარცხებული ურარტელების ნაწილი სომხებს შეერია ერთი ნაკადი კი ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ქართველურ ტომებს შეერწყა. მათ თან მოიტანეს არალეს კულტი.აქემენიანთა იმპერიის შექმნის შემდეგ გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ქართული ტომების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა, ამას თან დაერთო დას. საქართველოში ბერძენთა ინტენსიური მიგრაცია და დასავლეთის სამყაროსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაბმა. სამხრეთ კავკასია იქცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის თანხვედრის ადგილად. რეგიონი იქცა მსხვილ პოლიტიკუ-ეკონომიკურ რგოლად საერთაშორისო ვაჭრობასა და პოლიტიკაში. კოლხეთი ბერძნულ სამყაროს დაუახლოვდა, ხოლო აღმოსავლეთით სასპერების და მესხების გაერთიანება მიდიელებსა და სპარსელებს. დაუძლურებულმა კოლხურმა ტომებმა თითქმის საუკუნის შემდეგ შეძლეს მეორედ აღორძინება ბერძნული კოლონიზაციის პირობებში. კოლხურ სამყაროში შემავალი ტომების ნაწილი (ტაოხები, სასპერები, ხალდები, ხალიბები) უშუალოდ სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ და 19- სატრაპიის ფარგლებში შევიდნენ. შედარებით ჩრდილოეთ ნწილში მცხოვრებმა ტომებმა კი ნებაყოფლობითი ძღვენი დააწესეს სპარსეთის მეფის მიმართ - ყოველ ხუთ წელიწადში 100 ვაჟი და 100 ქალწული.
კოლხეთის ძლიერების ეპოქად სწორედ ძვ.წ. VIII საუკუნე მიიჩნევა, საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთიდან ნომადების დიდი შემოსევები დაიწყო. ძვ.წ. დაახლ. 720 წელს კიმერიელთა დიდი ნაკადები შემოიჭრა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩრიდლოეთ შავიზღვისპირეთის მხრიდან. შემოსევა იმდენად დამნგრეველი იყო, რომ კიმერიელთა სახელი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (გიმირ//გმირი). ამას დაერთო მალე სკვითების შემოსევაც დარუბანდის მხრიდან, რომლებიც კიმერიელებს ედგნენ კვალში, რამაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენა სამხრეთ კავკასიას. საბოლოოდ მოსპო მზარდი კოლხური კონსოლიდაცია. კიმერიელთა დამანგრეველი ლაშქრობის შესახებ წყაროები დაცულია ასურეთის მეფის სარგონ II-ის (ძვ.წ. 722-705) დროინდელ დოკუმენტში. აქ საკმაო ცნობებია იმ საშინელი დამარცხების შესახებ, რომელიც ურარტელებს და კოლხებს განუცდიათ კიმერიელებთან ომში. ეს დამარცხება უნდა მომხდარიყო დაახლ. არაუადრეს ძვ.წ. 715 წელს. გამარჯვებული კიმერიელები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და მცირე აზიის ზოგიერთ ოლქში დასახლდნენ და აქ სამეფოებიც შექმნეს. დას. საქართველოში მრავლადაა ამ პერიოდის სამაროვნები და სკვითური იარაღები აღმოჩენილი ასევე კიმერიული შუბისპირები, ნოამადური აკინაკები და ა.შ,.ამრიგად კოლხამ არსებობა შეწყვიტა, მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ნაწილი მზობელ მხარეებში გადასახლდა. მთიელმა ტომებმა ბარში ჩამოსვლა იწყეს. სიტუაციის მეტ-ნაკლებად ჩაწყნარების შემდეგ კოლხა-დიაოხის ტერიტორიულ არეალში პირველობას იწყებენ ხალიბები, რომელთა კულტურაც და ძალაც რკინის მაღალი განვითარებიის კულტურას და მეტალურგიას ეფუძნებოდა. შემდგომში ხალიბებს ანაცვლებენ სასპრები, რომელბმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფორმირებაში. მიდიის მიერ ურარტუს განადგურბის შემდეგ (ძვ.წ. 590წ) დას. საქართველოში დაჩქარდა ადრინდელი პროცესები და მომზადდა ნიადაგი ახალი მზარდი კონსოლიდაციისათვის. დამარცხებული ურარტელების ნაწილი სომხებს შეერია ერთი ნაკადი კი ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ქართველურ ტომებს შეერწყა. მათ თან მოიტანეს არალეს კულტი.აქემენიანთა იმპერიის შექმნის შემდეგ გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ქართული ტომების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა, ამას თან დაერთო დას. საქართველოში ბერძენთა ინტენსიური მიგრაცია და დასავლეთის სამყაროსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაბმა. სამხრეთ კავკასია იქცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის თანხვედრის ადგილად. რეგიონი იქცა მსხვილ პოლიტიკუ-ეკონომიკურ რგოლად საერთაშორისო ვაჭრობასა და პოლიტიკაში. კოლხეთი ბერძნულ სამყაროს დაუახლოვდა, ხოლო აღმოსავლეთით სასპერების და მესხების გაერთიანება მიდიელებსა და სპარსელებს. დაუძლურებულმა კოლხურმა ტომებმა თითქმის საუკუნის შემდეგ შეძლეს მეორედ აღორძინება ბერძნული კოლონიზაციის პირობებში. კოლხურ სამყაროში შემავალი ტომების ნაწილი (ტაოხები, სასპერები, ხალდები, ხალიბები) უშუალოდ სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ და მე-19 სატრაპიის ფარგლებში შევიდნენ. შედარებით ჩრდილოეთ ნწილში მცხოვრებმა ტომებმა კი ნებაყოფლობითი ძღვენი დააწესეს სპარსეთის მეფის მიმართ - ყოველ ხუთ წელიწადში 100 ვაჟი და 100 ქალწული.


===ბერძნული კოლონიზაცია===
===ბერძნული კოლონიზაცია===

16:05, 25 მაისი 2019-ის ვერსია

კოლხეთის სამეფო

ძვ. წ. VI საუკუნეI საუკუნე
ბორჯღალი (ჰელიო) — მარადიულობის ძველი კოლხური სიმბოლო

კოლხეთი და იბერია ძვ. წ. 600–ახ. წ. 150
დედაქალაქი აია (მითური)
ილდამუსა (კოლხეთის სამეფოს დედაქალაქი, ურარტული წყაროების თანახმად),
ფაზისი
დიოსკურია (პონტოს ადმინისტრაციის ცენტრი), სურიუმი (ვანი), პიტიუნტი (ბიჭვინთა) (რომაული ადმინისტრაციის ცენტრი).
უდიდესი ქალაქები აია, ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი, პიტიუსი (ბიჭვინთა), გაგარი (გაგრა), სურიუმი (ვანი), საირხე, კუტაია (ქუთაისი), მალა.
ენა ქართველური ენები: ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური.
რელიგია კერპთაყვანისმცემლობაქართული წარმართული პანთეონი
ფულის ერთეული კოლხური თეთრი.
ფართობი 44 785 კმ²
მოსახლეობა კოლხები, სანები (სვანები), ხალიბები, მაკრონები, ტაოხები, ტიბარენები, სკვიმნები, მახელონები, ლაზები, ჭანები, ბექირები, ჰენიოხები, ზიდრიტები, მარები, აფსილები, გელონები ბერძნები.
მმართველობის ფორმა მონარქია

კოლხეთის სამეფო (ძვ. ქართული წყაროებით — ეგრისი) — დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთს, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, იმერეთს, გურიას, აჭარას, რუსეთის, სოჭისა და ტუაფსეს მხარეებს და თანამედროვე თურქეთის რიზეს, ტრაპიზონისა და გირესუნის პროვინციებსა და ართვინის პროვინციის მნიშვნელოვან ნაწილს.

გეოგრაფია და ტოპონიმიკა

ანტიკური ხანის კოლხეთი, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, დაბეჭდილია ლონდონში, 1770.

კლასიკურ ავტორთა თანახმად, კოლხეთის ტერიტორია ესაზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტუსს, დასავლეთით პონტუს ევქსინუს (შავი ზღვა) მდინარე კორაქსამდე (შესაძლოა დღევანდელი მდინარე ბზიფი), ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია მდებარეობდა, აღმოსავლეთით იბერიასა და მცირე კავკასიის მთაგრეხილს, ხოლო სამხრეთით სომხეთს. ავტორების მიხედვით მცირე განსხვავებაა თუ რამდენად ვრცელდებოდა კოლხეთის ტერიტორია სამხრეთ-დასავლეთზე: სტრაბონის მიხედვით კოლხეთი იწყებოდა ტრაპიზონთან, ხოლო პტოლემეს მიხედვით პონტუსი მდინარე ფაზისამდე ადიოდა. პიტიუსი კოლხების ბოლო ქალაქი იყო ჩრდილოეთში.

სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენიებულია ესქილესა და პინდარეს მიერ. უფრო ადრეული მწერლები მას სახელით „აია“ მოიხსენიებენ, ადგილი სადაც მითური მეფე აიეტი ცხოვრობდა. მთავარი მდინარე იყო ფაზისი (ამჟ. რიონი), რომელიც ქვეყანას შუად ჰყოფდა. მთავარი ქალაქები იყო დიოსკურია (რომ.: სებასტოპოლისი, ამჟ.: სოხუმი), სარაპანა (ამჟ. შორაპანი), ფაზისი (ამჟ.: ფოთი), პიტიუსი (ამჟ. ბიჭვინთა), აპსაროსი (ამჟ. გონიო), სურიუმი (ამჟ. ვანი)[1], არქეოპოლისი (ამჟ. ნოქალაქევი), საქალაქო დასახლება უნდა არსებულიყო დღევანდელი ქუთაისის მიდამოებშიც. სკილაქსი ასევე აღნიშნავს მალას ან მალეს, რომელიც, მისი აზრით, მედეას დაბადების ადგილი უნდა ყოფილიყო.

ისტორია

ადრეული პერიოდი

ფაილი:Colchian pendants.jpg
კოლხი დიდებულის ცხენის ოქროს შესამკობელი
კოლხური ოქრო

რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა ისწავლეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგროკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა. ამ პერიოდის სამაროვნები საკმაოდ მდიდარია ბრინჯაოს იარაღით. შეინიშნება ნომადური გავლენაც (სკვითური, კიმერიული). გვიანდელ ეტაპზე სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის პროცესების პირობებში ინტენტიურად იქნა ათვისებული დღევანდელი რიონისა და ენგურის ხეობები და მღისწინეთი. მეტალურგიის განვითარებამ, მეურნეობისთვის საწარმოო მიწების მომრავლებამ მოსახლეობის მატება გამოიწვია. ამ პროცესებს მოყვა მატერიალური კეთილდღეობის ზრდაც. მთა და ბარი ერთმანეთს დაუახლოვსა და დაჩქარდა კონსოლიდაციის პროცესები. მომზადდა ნაიდაგი მომავალი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისთვის.

ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ ტომთაგან გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიოხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსკები, მარები, აფსილები, სანები, სანიგები, გელონები და მელანხლაენები.

ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს. მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან (ჰეროდოტე – ისტორია II წიგნი — ევტერპე)

104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასვე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს,

105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისნი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი - ეგვიპტურს.

კოლხებმა ადრიული კოლხას სამეფოს არსებობის პერიოდში შეძლეს ერთიანი სამეფოს შექმნა, თუმცა კიმერიელთა და სკვთთა დამანგრეველი ლაშქრობების შემდეგ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკურ ერთეული უნდა არსებულიყო, რომელიც მხოლოდ საერთო მტრის წინაამღდეგ ერთიანდებოდნენ. ბერძნული კოლონიზაციის პერიოდის კოლხეთი ავტორების მიერ აღიქმება სახელმწიფოდ სადაც მეფე ზის და პროვინციებს სკეპტუხების (კვერთხისმპყრობელები) მეშვებით მართავს. თუმცა ამის ზუსტი და მდიდარი ისტორიული წყაროები არ მოიპოვება.

კოლხა

კოლხური მონეტები
კოლხური ცული. ბრინჯაოს ხანის ერთ ერთი გამორჩეული სოამარი იარაღი.

ძვ. წ. XII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა ადრეკლასობრივი კოლხეთის სამეფო. ძველ სამყაროში კარგად ცნობილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს. ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც კოლხა ან კულხა. პირველად წყაროებში (კილხი//კოლხა) იხსენიება ტიგლათფილესერის ჩრიდლოეთის ლაშქრობისას. ძვ.წ. 1112 წელს იგი იხსენებს ამ მხარიდან მოსულ "60 მეფეს", როგორც ჩანს ამ დროს ტომობრივი კონსოლიდაცია ჯერაც არ იყო დასრულებული რადგან ერთი მეთაური არ ჩანს. თუმცა შემდგომში რეგიონში აგრესიული სახელმწიფოების მომძლავრებამ დააჩქარა ამ ტომების კონსოლიდაცია. დაპყრობლის წინაამღდეგ გაერთიანება მალე მყარ პოლიტიკურ და კულტურულ გაერთიანებაში გადაიზარდა და ამავე საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა კოლხას სამეფო. მისი ტერიტორია მოიცავდა სამხრეთით ჭოროხის აუზიდან და სამხრეთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან, ჩრდილოეთით კოლხეთის მთისწინეთამდე. ამ გაერთინებამ კოლხური კულტურის აერალი ერთი მმართველის ხელქვეით მოაქცია. დაჩქარდა მეტალურგიული განვითარება. მცირე აზიის ცენტრებთან კულტურულმა და პოლიტიკურმა კავშირებმა გააძლიერა მიწათმოქმედების და მესაქონლეობის დარგები. ასევე ვაჭრობა. ეს იყო უკვე ერთიანი პოლიტიკური ერთეული "მეფით", "მეფისნაცვლებით", რომლებიც პროვინციებს მართავენ, "სამეფო ქალაქებით" და ა.შ. ტიგლათფილესერის შემდეგ ლურსმნული წყაროები სდუმან. შემდგომ კოლხა ისევ ჩნდება ურარტუულ წყაროებში. არგიშთი მეორის მიერ დიაოხის მრავალგზის დარბევის და შემდეგ მისი დაპყრობის პროცესში, კოლხებმა გამოიყენეს ხელსაყრელი ვითარება და დიაოხის ჩრდილოეთ პროვინციები დაიპრეს. ეს ჩანს ჩანაწერებში. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მანამდე დიაოხის შემადგენლობაში იხსენიება ურარტუულ წყაროებში. შემდგომში კოლხეთის ქვეშემრდომადაა აღნიშნული. მაგ. ხასას ქვეყანა. სამხრეთი კი ურარტუს დარჩა. კოლხა და ურარტუ უშუალოდ გაუმეზობლდნენ ერთმანეთს და მათ შორის მალევე დაიწყო სისხლისმღვრელიი ომები. თავდაპირველად კოლხებმა წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა შემდგომში რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდამუსა) ურარტუს მეფე სარდურ II-სთან ძვ. წ. 750-748 ("გავემართე სალაშქროდ კოლხთა ქვეყნის წინაამღდეგ, ღვთაება ხალდის ხახა, ხასას მეფე მისი ხალხითურთ იქედან წავიყვანე ტყვედ და დავასახლე ჩემს ქვეყანაში") ომში. ეს იყო უმნიშვნელო ლაშქრობა რადგან ეს ჩრდილოეთ დიაოხში ლაშქრობაა რაც კოლხებისთვის არც ისე საგანგაშოა. სარდური მის მეფესთან არ იბრძვის. მეორე ლაშქრობის 744-742 წწ. ომებისას როგორც ჩანს ურარტელები უკვე საკუთრივ კოლხას სამხრეთ პროვინციებში იჭრებიან ქვეყნის სიღრმისაკენ. სარდური იპყრობს "სამეფო ქალაქ" ილდამუსას და მის მეფისნაცვლებს ატყვევებს. ლურსმნულ წარწერებში "სამეფო ქალაქი" დედაქალაქს არ აღნიშნავს. აქ კოლხეთის მეფისნაცვლები მსხდარან თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქალაქი უნდა ყოფილიყო. სარდური ამჯერადაც თავს იკავებს კოლხას ძირითად ძალებთან შებძოლებისგან. ქალქის საშველად მოსულა კოლხეთის მეფე თავისი არმიით, სამწუხაროდ ლურსმნულ წარწერაში მისი სახელის დიდი ნაწილი წაშლილია და დარჩენილია სახელის დაბოლოების მხოლოდ ორი ასო - "სა". სარდურს დაურბევია დასახლელები და ნადვლით უკან გაბრუნებულა. როგორც ჩანს, კოლხასა და ურარტუს შორის ომები მერვე საუკუნის მანძილზე თითქმის არც შეწყვეტილა.

ფაილი:Colchian necklace.jpeg
კოლხური ოქროს ყელსაბამი
ფაილი:Colchian scent bottle 4th century BC.jpg
კოლხური ვერცხლის სურა

კოლხეთის ძლიერების ეპოქად სწორედ ძვ.წ. VIII საუკუნე მიიჩნევა, საუკუნის დასასრულს ჩრდილოეთიდან ნომადების დიდი შემოსევები დაიწყო. ძვ.წ. დაახლ. 720 წელს კიმერიელთა დიდი ნაკადები შემოიჭრა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩრიდლოეთ შავიზღვისპირეთის მხრიდან. შემოსევა იმდენად დამნგრეველი იყო, რომ კიმერიელთა სახელი დღემდე შემორჩა ქართულ ენაში (გიმირ//გმირი). ამას დაერთო მალე სკვითების შემოსევაც დარუბანდის მხრიდან, რომლებიც კიმერიელებს ედგნენ კვალში, რამაც დამანგრეველი დარტყმა მიაყენა სამხრეთ კავკასიას. საბოლოოდ მოსპო მზარდი კოლხური კონსოლიდაცია. კიმერიელთა დამანგრეველი ლაშქრობის შესახებ წყაროები დაცულია ასურეთის მეფის სარგონ II-ის (ძვ.წ. 722-705) დროინდელ დოკუმენტში. აქ საკმაო ცნობებია იმ საშინელი დამარცხების შესახებ, რომელიც ურარტელებს და კოლხებს განუცდიათ კიმერიელებთან ომში. ეს დამარცხება უნდა მომხდარიყო დაახლ. არაუადრეს ძვ.წ. 715 წელს. გამარჯვებული კიმერიელები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და მცირე აზიის ზოგიერთ ოლქში დასახლდნენ და აქ სამეფოებიც შექმნეს. დას. საქართველოში მრავლადაა ამ პერიოდის სამაროვნები და სკვითური იარაღები აღმოჩენილი ასევე კიმერიული შუბისპირები, ნოამადური აკინაკები და ა.შ,.ამრიგად კოლხამ არსებობა შეწყვიტა, მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ნაწილი მზობელ მხარეებში გადასახლდა. მთიელმა ტომებმა ბარში ჩამოსვლა იწყეს. სიტუაციის მეტ-ნაკლებად ჩაწყნარების შემდეგ კოლხა-დიაოხის ტერიტორიულ არეალში პირველობას იწყებენ ხალიბები, რომელთა კულტურაც და ძალაც რკინის მაღალი განვითარებიის კულტურას და მეტალურგიას ეფუძნებოდა. შემდგომში ხალიბებს ანაცვლებენ სასპრები, რომელბმაც დიდი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ ფორმირებაში. მიდიის მიერ ურარტუს განადგურბის შემდეგ (ძვ.წ. 590წ) დას. საქართველოში დაჩქარდა ადრინდელი პროცესები და მომზადდა ნიადაგი ახალი მზარდი კონსოლიდაციისათვის. დამარცხებული ურარტელების ნაწილი სომხებს შეერია ერთი ნაკადი კი ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ქართველურ ტომებს შეერწყა. მათ თან მოიტანეს არალეს კულტი.აქემენიანთა იმპერიის შექმნის შემდეგ გლობალურ ვაჭრობაში ჩართული ქართული ტომების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა, ამას თან დაერთო დას. საქართველოში ბერძენთა ინტენსიური მიგრაცია და დასავლეთის სამყაროსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაბმა. სამხრეთ კავკასია იქცა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურის თანხვედრის ადგილად. რეგიონი იქცა მსხვილ პოლიტიკუ-ეკონომიკურ რგოლად საერთაშორისო ვაჭრობასა და პოლიტიკაში. კოლხეთი ბერძნულ სამყაროს დაუახლოვდა, ხოლო აღმოსავლეთით სასპერების და მესხების გაერთიანება მიდიელებსა და სპარსელებს. დაუძლურებულმა კოლხურმა ტომებმა თითქმის საუკუნის შემდეგ შეძლეს მეორედ აღორძინება ბერძნული კოლონიზაციის პირობებში. კოლხურ სამყაროში შემავალი ტომების ნაწილი (ტაოხები, სასპერები, ხალდები, ხალიბები) უშუალოდ სპარსეთის გავლენის ქვეშ მოექცნენ და მე-19 სატრაპიის ფარგლებში შევიდნენ. შედარებით ჩრდილოეთ ნწილში მცხოვრებმა ტომებმა კი ნებაყოფლობითი ძღვენი დააწესეს სპარსეთის მეფის მიმართ - ყოველ ხუთ წელიწადში 100 ვაჟი და 100 ქალწული.

ბერძნული კოლონიზაცია

ქალღმერთი ნიკეს მინიატურა ნაპოვნი ვანში.

რეგიონის განვითარებული ეკონომიკა და ხელშემწყობი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილეტელი ბერძნებისთვის, რომელთაც კოლხეთის კოლონიზაცია მოახერხეს ძვ. წ. VI-V საუკუნეებში და შავი ზღვის სანაპიროზე ფაზისში, გონიოსა და დიოსკურიაში სავაჭრო პორტები დააარსეს. ძველი ბერძენული თქმის თანახმად ეს ყველაზე შორეული ვოიაჟი იყო უკიდურეს აღმოსავლეთში, რომელიც იმდროინდელი ელინისტური საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა ალექსანდრე დიდის მიერ დაპყრობილ მიწათა აღმოსავლეთ საზღვართან. ფაზისი და დიოსკურია ბრწყინვალე ბერძნული ქალაქები გახდა, რომელიც დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ იმართებოდა, თუმცა მათ დროდადრო გარშემო მცხოვრები კოლხური ტომები აწუხებდნენ, სანამ საბოლოო ასიმილაციას განიცდიდნენ. იმ დროის ერთ ერთ უდიდეს ცივილიზაციასთან კონტაქტმა კოლხეთში დააჩქარა კულტურულ-ეკონომიკური განვითარება. ამ პერიოდში აქ უკვე ჩანს ვაჭართა მსხვილი ფენა. შიდა ბაზარი და საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოების მცდელობები. "კოლხური თეთრი" გაცხოელებული ვაჭრობის მანიშნებელია. კოლხი ვაჭრები, ხელოსნები და მჭედლები სკაუთარ ნაწარმს ყიდდნენ მცირე აზიის და შავი ზღვის პოლისების ბაზრებზე. ასევე ცნობილი იყო კოლხური სელი, რომელიც ვძველ სამყაროში ყველაზე ცნობილი მატერია იყო. აგრეთვე გაქონდათ ხე ტყე, გაყავდათ მონები. ცნობილი იყო კოლხური ხოხობი, რომელსაც "ფასიანურს" უწოდებდნენ და საკმაოდ ძვირიც უნდა ღირებულიყო. ყველაზე ახლო პოლიტიკურ-კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობა კოლხეთს გააჩნდა ჩრდ. შავიზღვისპირეთში წარმოქმნილ ბერძნულ სამეფოსთან ბოსფორთან. ყირიმში გათხრილი იიმავე პერიოდის ტაძრებში აღმოჩენილია კოლხური თეთრების განძი. ასევე ამფორა რომელზედაც ბერძნულად ამოტვირრულია სახელი "კოლხოს".

კოლხეთის მდიდარი ელიტა ბერძნული ყაიდის უნდა ყოფილიყო. მდიდრულ სამაროვნებში რომელიც ძირითადად ვანში გამოვლინდა (ასევე აფხაზეთში) უნდა არსებულიყო ზღაპრულად მდიდარი ფენა. მათ ბერძნული წყაროები სკეპტუხებს (კვერთხისპყრობელებს) უწოდებენ, რომლებიც როგორც ჩანს კოლხური ტომების მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ. არქეოლოგიური მასალიდან ჩანს რომ მაღალი ელიტისთვის დამახასიათებელი იყო ბერძნული ჩაცმულობა, სამკაულები, ატრიბუტიკა, სახელები და საცხოვრებლები.

ბერძნების მიერ დაარსებულ სავაჭრო პოლისებს შორის ყველაზე ცნობილები იყო: ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი და პიტიუსი. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ფაზისი სადაც ყველაზე ძლიერი ბერძნული სავაჭრო ფენა და ელიტა იყრიდა თავს კოლხეთის მასშტაბით რადგანაც შემდგომში იგი მნიშვნელოვან როლს არ კარგავს დასავლეთ საქართველოს განვითარების საქმეში (მაგ. კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა). ასევე მნიშვნელოვანი ქალაქები იყო სურიუმი (ვანი), საირხე, დაბლაგომი, ხოლო ქვეყნის სიღრმეში იხსენიება დიდი ბარბაროსული ქალაქი, რომელიც ვარაუდით შემდგომში ეგრისის პერიოდში არსებულ მდიდარ რეგიონში მოხირისში უნდა არსებულიყო(დაახლ. რიონსა და ცხენისწყალს შორის არსებული დაბლობი რაიონი).

კოლხი დიდებულის ოქროს დიადემა

სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად ცნობილი, როგორც ეგრისი, იბერიის სამეფოს ნაწილი გახდა დაახ. ძვ. წ. 302 წელს. თუმცა კოლხეთი იბერიას მალევე გამოეყო და რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა. კოლხეთის სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ რეგიონის მითრიდატე პონტოელის მიერ დაპრყობამდე (ძვ. წ. 101).

შემდგომში კოლხეთი მითრიდატე VI ევპატორმა დაიმორჩლა და აქ საკუთარი მმართველები დასვა. ცენტრად კი დიოსკურია აქცია. ძვ.წ. 85 წელს კოლხები მისი შვილის წაქეზებით აუჯანყდნენ პონტოელებს მაგრამ დამარცხდნენ. სოწრედ კოლხეთის აჯანყებამ სეაფერხა მითრიდატეს ლაშქრობა დასავლეთით რომის წინაამღდეგ. ადგილობრივი სკეპტუხების ნაწილი მითრიდატეს მიუდგა. რომთან სასტიკი მარცხის შემდეგ მითრიადატე კოლხეთში გაიქცა. ძვ.წ. 65 წელს კოლხეთში შემოჭრილ პომპეუსს მითრიდატეს მომხრე სკეპტუხებმა გაუწიეს წინაამღდეგობა. მათ შორის ოლთაკემ, რომელიც პომპეუსის ტყვეთა სიაში მეფედ იხსენიება. იგი შეიპყრეს და რომში ტრიუმფალურ გზაზე ჩამოატარეს სხვა მეფე-მთავრებთან ერთად და ორქოზმა რომელმაც რომაელებს ბრძოლები გაუმართა და შემდეგ სვანეთის მთებს შეაფარა თავი. კოლხეთის დაცემის შემდეგ მითრიდატე ბოსფორში გაიქცა სადაც მალე საკუთარმა შვილმა ფარნაკემ მოკლა. ამასობაში კოლხეთი რომაელებმა დაიპყრეს და იქ ადგილობრივი წარჩნებული არისტარქე (ძვ.წ. 65-47წწ) დასვეს მმართველად. ფარნაკე I ბოსფორის სამეფოდან დიდი არმიით შეიჭრა კოლხეთში (ძვ.წ. 47წ.) და მოაოხრა დასახლებული ქალაქები, პოლისები და დასახლებები. მათ შორის ცნობილი ლევკოთეას ტაძარი და ქალაქი სურიუმი (ვანი). არისტარქე სწორედ ამ დროს უნდა დაღუპულიყო. ფარნაკეს დამანგრეველმა ლაშქრობამ კოლხეთი საბოლოოდ დასცა. დაკნინდა ბერძნული პოლისები, განადგურდა ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური კავშირები. მალე დაქუცმაცებულ კოლხეთს რომაელებმა დაადგეს თვალი და მის ზღვისპირა ქალაქებში კოჰორტები ჩააყენეს. კოლხეთის ტერიტორიის შიდა ნაწილში მთიელი და მეზობელი მხარეებიდან მიგრიებული მოსახლეობის კონსოლიდაციით შეიქმნა რამდენიმე მცირე სამეფო სამთავრო, რომელთა შორის მოგვიანებით ახ.წ. II საუკუნის შუა წლებში დაწინაურდა ლაზთა სამთავრო (შემდგომში ეგრისის სამეფო).

კოლხეთის მმართველები

მეფე აკეს პერიოდში გამოშვებული სტატერი, ძვ. წ. 44

კოლხთა მმართველებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება:

  • ჰელიოსიტიტან ჰიპერიონის და თეიას ძე. კოლხთა ლეგენდარული მეფის აიეტის მამა. ითვლება კოლთა პირველ მბრძანებლად (მაგ. მსგავსებას ავლენს ეგვიპტელი ისტორიკოსების მტკიცებასთან თითქოს ეგვიპტის სამეფოს დამაარსებელი ღმერთი ოსირისი იყო, რათა ხაზი გაესვათ მმართველი დინასტიის ღვთიურ წარმომავლობაზე).
  • აიეტი — ბერძენთა მიერ აღწერილია, როგორც ძვ. წ. XVI საუკუნის კოლხთა ძლევამოსილი მეფე და ზოგიერთ ისტორიკოსთა მიერ ისტორიულ პერსონად არის მიჩნეული, თუმცა ამის დამადასტურებელი სხვა წყარო არ არსებობს.
  • მენერტასი (ძვ.წ. 535-495)[2] — კოლხეთის ძლევამოსილი მეფე, რომელმაც აღადგინა კოლხთა გაპარტხებული სამეფო. იგი იყო სპარსეთის სამხედრო მოკავშირე. სწორედ მის დროს ქსერქსეს არმიაში მან გაგზავნა კოლხური სამხედრო ძალები.
  • მეგარონი (ძვ.წ. 495-460)[2] — აიეტიდების დინასტიის ხელისუფალი და კოლხეთის მეფე.
  • სავლაკი (ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისი)[2] — კოლხეთის მეფე ადრეელინისტურ ხანაში.
  • ქუჯი (ძვ. წ. 302-237) — ეგრისის ერისთავი იბერიის მეფე ფარნავაზ I-ის (ძვ. წ. 302-237) დაქვემდებარებაში (შუასაუკუნეების ქართულ წყაროებზე დაყრდნობით).
  • აკა (აკე, ბასილეუს აკუ) (ძვ. წ.190) — კოლხთა მეფე; მისი სახელი ნაპოვნია მის მიერ გამოშვებულ მონეტაზე.
  • აკუსილოხი — კოლხეთის ჰიპთეტური მეფე ძვ. წ. 179 წლითვის
  • მოაფერნე (ძვ.წ. დაახლ. 66წ.) — პონტოს დაქვემდებარებაში.მითრიდატეს ახლო მეგობარი. ცნობილი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის დედის ბიძა,
  • მითრიდატე ქრესტუსი (ძვ. წ. 85-83წწ.) — პონტოს დაქვემდებარებაში.მითრიდატეს შვილი.
  • ოლთაკე (ძვ.წ. 65) — პონტოს დაქვემდებარებაში. კოლხი სკეპტუხი, მითრიდატეს ერთგული მეგობარი, რომელმაც ხმლით გაუწია წინაამღდეგობა პომპეუსს კოლხეთში შეჭრისას.
  • მაქარესი (ძვ. წ. 65) — პონტოს დაქვემდებარებაში. კოლხი სკეპტუხი.
  • ორქოზი (ძვ.წ. 65) — პონტოს დაქვემდებარებაში. კოლხი სკეპტუხი, მითრიდატეს მოკავშირე. არ დაემორჩილა კოლხეთში შემოჭრილ პომპეუსს. დამარცდა და თავი კავკასიის მთებს შეაფარა.
  • არისტარქე (ძვ. წ. 64-47) — პომპეუსის დაქვემდებარებაში. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი. უკანასკნელი და ყველაზე ცნობილი კოლხი მმართველი ელინისტურ ეპოქაში. დაიღუპა ფარნაკეს კოლხეთში შემოჭრისას (ძვ.წ. 47წ.)

კოლხები ბერძნულ მითოლოგიაში

კოლხეთის მითოლიგიური პერსონაჟები არიან აიეტი, ეიდია, პასიფაე, კირკე, მედეა, ქალკიოპე და აფსირტე. ძველ საბერძნეთში გავრცელებული იყო მითი არგონავტების შესახებ, სადაც ასახული იყო ძველი ბერძნების წარმოდგენა კოლხეთის სამეფოზე. მითი იმით იქცევს ყურადღებას, რომ კოლხეთი ძველ სმაყაროში ცნობილი იიყო როგორც ოქრომრავალი ქვეყანა და შემდგომში ლაზებიც კი წინაპრების ამ სიდიადით ამაყობენ (იხ. ეგრისის სახალხო კრება). ამიტომაც საფიქრებელია რომ შემდდგომში კოლხეთის მმართველები საკუთარი ლეგიტიმაციის გასამყარებლად სწორედ მითური აიეტის შთამომავლებად მიიჩნვდნენ თავს (მაგ. ქსენოფონტეს ცნობა, რომ ფაზისში ზის კოლხეთის მეფე რომელიც აიეტის შთამომავალია). მითი აეგონავტებზე ასევე საულისხმოა იმითაც რომ აიეტი მეორე ცნობილი მითური მეფის და ცივილიზაციის პირველი წინაძღოლის მეფე მინოსის თანამედროვედ და მეგობრად მიიჩნევა. მინოსის ცოლი პასიფაე სწორედ აიეტის უფროსი დაა. თუმცა ასევე საინტერესოა მითის გვერდითი დეტალებიც:

ამ მითოლოგიური კავშირებით და ამ შორეული ტომისთვის ბერძნების მხრიდან ამხელა მნიშვნელობების მინიჭებით და ღირსებებით, რომლითაც იქ მცხოვრები ხალხი მართლაც ამაყობა. კოლხეთის სამეფო გახდა ძველი სამყაროს ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ადგილი ხოლო ხალხი ამაყობდა კოლთა ძველი სახელით. შეიძლება კოლხეთს არც არასდროს შეუქმნია ძლიერი სახლწიფო, არასდროს ყოლია გამორჩეულად ძლიერი არმია და არც ბევრი მეფე ყოლია რეალურად ისეთი რომელიც იმავე პერიოდის ავტორების საწიერში მოხვდა როგორც ძლიერი ხელისუფალი, მაგრამ ეს მითები და თუნდაც ლეგენდები ცხადყოფს აქ მოსახლე ტომების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მაშინდელი სამყაროს წამყვანი ცივილიზაციის მხრიდან.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. I ტომი - უძველესი დროიდან ახ. წ. IV საუკუნემდე. გამომცემლობა პალიტრა L. თბილისი. 2012 წ.
  • გელა გამყრელიძე "ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი. 2012წ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ნოდარ ასათიანი, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ოთარ ლორთქიფანიძე, გივი ჯამბურია, გიორგი ოთხმეზური, ოთარ ჯაფარიძე. საქართველოს ისტორია (X კლასის სახელმძღვანელო) - თბილისი, “ცისარტყელა”, 2001. გვ. 33
  2. 2.0 2.1 2.2 გიორგი გაგლოევი, საქართველოს მმართველები: უძველესი დროიდან დღემდე, 2016.