შინაარსზე გადასვლა

გელონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გელონები (ძვ. ბერძნ. Γελωνοί) — უძველესი ტომი. იხსენიება ჰეროდოტეს „სკვითებში“, ასევე სხვა ბერძნულ და ლათინურ წყაროებში. ჰეროდოტეს მიხედვით გელონები წარმოშობით ელინები იყვნენ, მათი წინაპრები ბერძნული ქალაქებიდან ბუდინების მიწაზე გადასახლდნენ და ხის ქალაქი გელონი ააგეს. მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მებაღობას. მონაწილეობდნენ სკვითების ომში სპარსეთის მეფე დარიოს I-ის წინააღმდეგ. ოლბიელი ბერძნები გელონებს ბუდინებს მიაკუთვნებდნენ.