ტაოხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტაოხები — ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში (ტაოს მხარე) მცხოვრები ქართველი ტომი. ქსენოფონტის ცნობით, ტაოხების კუთვნილი მიწაწყალი მდინარე ჭოროხის სათავეებთან იყო. მეომარი, მამაცი, ძლიერი და თავისუფლებისმოყვარე ტაოხები, ისევე როგორც სხვა მათ მეზობლად მცხოვრები ტომები. ძვ. წ. V საუკუნის დასასრულს აღარ ემორჩილებოდნენ სპარსეთის მეფეს. ომიანობის დროს თავს აფარებდნენ მთის წვეროებზე გალავნით გამაგრებულ მიუვალ ადგილებს. აქვე იმარაგებდნენ სურსათს. ტაოხების ერთი ასეთი გამაგრებული პუნქტი ძვ. წ. 401 წელს ბრძოლით აუღიათ ბერძნებს მათ ტერიტორიაზე გავლის დროს. ტაოხებს ბერძნებისათვის დიდი წინააღმდეგობა გაუწევით. მათი სოფლებიდან ბერძნებს დიდძალი პირუტყვი წაუსხამთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]