შინაარსზე გადასვლა

ქუჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქუჯიკოლხეთის მეფე (ერისთავი) დაახლოებით ძვ. წ. 325-ძვ. წ. 280 წლებში. ქართლის მეფის, ფარნავაზის მოკავშირე და თანამებრძოლი. რომაელი სარდლის, აზოს წინააღმდეგ ომში ფარნავაზმა დახმარება ქუჯის სთხოვა. ეგრისის მმართველმა მისი წინადადება მიიღო და ქართლის მეფეს შეუერთდა. ფარნავაზი დედასთან და დებთან ერთად ეგრისში გადავიდა. ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო:

ვიკიციტატა
„შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი.“

ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის რამდენიმე წელს გაგრძელდა და ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა. ქართლის მეფემ ერისთავ ქუჯის საკუთარი და მიათხოვა ცოლად და მათი მოკავშირეობა ნათესაობითაც განამტკიცა. ფარნავაზიანების შტოს გამგრძელებელი ქართამი ქუჯის და ფარნავაზის დის შვილიშვილი ან შვილთაშვილი იყო.

ქუჯი ერისთავმა ეგრისის შუაგულში ასევე ააშენა ქალაქი ციხე-გოჯი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქუჯი&oldid=4519849“-დან