ჰეროდოტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სავარაუდოდ ჰეროდოტეს ბიუსტი
ჰეროდოტეს რუკა

ჰეროდოტე ჰალიკარნასელი (ძვ. ბერძნ. Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς; დ. დაახლ. ძვ. წ. 484 – გ. დაახლ. ძვ. წ. 425) — ძველი ბერძენი ისტორიკოსი, დასავლეთის კულტურაში საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც „ისტორიის მამა“. ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელიც მასალას სისტემატურად აგროვებდა, ამოწმებდა მათ სიფრთხილეს შეძლების ფარგლებში და ახარისხებდა მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით. ჰეროდოტე ძირითადად ცნობილია ნაშრომით „ისტორიები“ (ბერძნ. ἱστορίαι, ძიებები, სიტყვა, რომელიც ლათინურმა ისესხა და დღევანდელი ისტორიის მნიშვნელობა შეიძინა), რომლებშიც იკვლევს ძვ. წ. 490 და ძვ. წ. 480 წლების ბერძენ-სპარსეთის ომების საწყისებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჰეროდოტე მასში იმ პერიოდის ცხოვრების ასპექტებსაც იხილავს დაწვრილებით, რაზეც სხვაგვარად ინფორმაცია ჩვენთვის მწირი იქნებოდა. მასში ის ასევე აღწერს მისი მოგზაურობების პერიოდში ნანახი ადგილებისა და ხალხების შესახებ ხმელთაშუა და შავი ზღვების ირგვლივ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ისტორია სინამდვილეს სავარაუდოდ არ შეესაბამება, ის იქვე აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ გადმოსცემს იმას, რაც მას უთხრეს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენ დრომდე შემორჩენილი ჰეროდოტეს ბიოგრაფია დაფუძნებულია ორ წყაროზე: ჰეროდოტეს პირად ტექსტებზე და ბიზანტიურ ენციკლოპედიაზე. წყაროებში არსებული ზოგიერთი მონაცემი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, თუმცა, მთლიონობაში, ჰეროდოტეს ცხოვრება შემდეგია: ჰეროდოტეს სამშობლო ჰალიკარნასი დაფუძნებული იყო დორიელების მიერ, რომელიც ადგილობრივი ტომის კარიელების პატარა ქალაქის გვერდით მდებარეობდა. ჰეროდოტე დაიბადა ჩვ.წ.-მდე დაახლ. 484 წელს, ლიქრების წარჩნებულ ოჯახში. ახალგაზრდობაში, ჰეროდოტე ეკუთვნოდა პარტიას, რომელიც ტირან ლიგდამიდის წინააღმდეგ იბრძოდა. ცხოვრობდა სამოსეზე, შემდეგ კი ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავრა. მან მოიარა ბაბილონი, ასირია, ეგვიპტე, მცირე აზია, ჰელესპონტი, ბალკანეთის ნახევარკუნძული, პელოპონესიიდან მაკედონიამდე და თრაკია. ჩვ.წ.-მდე, დაახლოებით 446 წელს, იგი ათენში დასახლდა, სადაც დაუახლოვდა პერიკლეს წრეს. ამ დროისთვის, "ისტორიის" ძირითადი ნაწილი უკვე დაწერილი იყო, რადგან ცნობილია, რომ ჰეროდოტე უკითხავდა ნაწყვეტებს ათენელებს. ჩვ.წ.-მდე 444 წელს, ჰეროდოტემ მონაწილეობა მიიღო კოლონიების ფურიის და დიდი საბერძნეთის დაფუძნებაში, კროტონების მიერ სიბარსის ნანგრევების ადგილზე. გარდაიცვალა ჩვ.წ.-მდე 425 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰეროდოტეს თხზულებები არ არის მთლად ისტორიული კვლევები, იგი უფრო ცნობისმოყვარე ადამიანის ოსტატური მონათხრობია, რომელიც ბევრს კითხულობდა, ბევრს ხედავდა და უფრო ბევრს ისმენდა. ამ თვისებებს უერთდებოდა თავმდაბლობა, რომელსაც სწამდა ელინის ღმერთების, თუმცა სკეპტიკოსი, მაგრამ არასაკმარისად გარკვეული მიღებულ მასალაში. მეორე მხრივ, ჰეროდოტეს თხზულებები იმ დროის ნამდვილი ენციკლოპედიაა. აქ გეოგრაფიული, ეთნოგრაფიული, ისტორიული და ლიტერატურული ცნობებია. მით უმეტეს რომ ჰეროდოტე სახელდება ისტორიის მამად. ცხრა წიგნიდან, როგორც იყოფა მისი თხზულებები, მეორე ნაწილი წარმოადგენს ისტორიულ მოთხრობას ბერძნულ-სპარსულ ომების შესახებ, რომელიც მთავრდება ელინების მიერ სესტის დაკავების შესახებ ჩვ.წ.-მდე 479 წ. მეორე ნაწილი შიცავს მოთხრობებს სპარსეთის სამეფოს შესახებ, ბაბილონზე, ასირიაზე, ეგვიპტეზე, ლიბიასა და სხვა ქვეყნებზე. მონათხრობის ერთიანობა მიღწეულია იმით, რომ პირველი სიტყვიდან ბოლომდე ისტორიკოსს მხედველობაში აქვს, თვალყური ადევნოს ბრძოლას ბარბაროსებსა და ელინებს შორის. მაგრამ მთავარი აზრი იყო ის, რომ მონათხრობი მოექცია ფართო ჩარჩოებში და ამბავი ყოფილიყო საინტერესო ან ჭკუისასწავლებელი. ჰეროდოტესათვის დამახასიათებელი იყო ისტორიული კრიტიკა. ხშირ შემთხვევაში სუბიექტური, ხშირად მეამიტურ-რაციონალური, მიუხედავად ამისა, მტკიცედ შეჰყავს ახალი საწყისი ისტორიოგრფიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (2002) Brill's companion to Herodotus. Leiden: E.J. Brill. ISBN 90-04-12060-2. 
  • De Selincourt, Aubrey (1962). The World of Herodotus. London: Secker and Warburg. 
  • (2006) The Cambridge companion to Herodotus. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-83001-X. 
  • Evans, J.A.S. (2006). The beginnings of history : Herodotus and the Persian Wars. Campbellville, Ont.: Edgar Kent. ISBN 0-88866-652-7. 
  • Evans, J.A.S. (1982). Herodotus. Boston: Twayne. ISBN 0-8057-6488-7. 
  • Evans, J.A.S. (1991). Herodotus, explorer of the past : three essays. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 0-691-06871-2. 
  • Flory, Stewart (1987). The archaic smile of Herodotus. Detroit: Wayne State University Press. ISBN 0-8143-1827-4. 
  • Fornara, Charles W. (1971). Herodotus: An Interpretative Essay. Oxford: Clarendon Press. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]