ილდამუსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილდამუსა — სამეფო ქალაქი კოლხაში. იხსენიება ურარტუს მეფე სარდურ II-ის მატიანეში, სადაც საუბარია, თუ როგორ გაილაშქრა მან კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ, ბრძო­ლით დაიპყრო და გადაწვა მისი სამეფო ქალაქი, გაჟლიტა მოსახლეობა, დახოცა კოლხას მეფის ნაცვლები და ილდამუსაში წარწერა დადგა.

მიუხედავად იმისა, რომ ის სამეფო ქალაქია, ამაში აუცილებლად დედაქალაქი არ იგულისხმება, თუმცა ის კოლხას მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 230.
  • სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970