ზიდრიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზიდრიტები — ტომი, რომელიც ფლავიუს არიანეს ცნობით, ახ. წ. II საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდა. V საუკუნის ანონიმი ავტორის თქმით, მას ეკავა ტერიტორია მდ. აფსარის (ჭოროხის) შესართავის სამხრეთით, მდინარე არქაბისის (ახლანდელი არქაბესუ) შესართავამდე. თავისი ძლიერების ხანაში იბერიამ ზიდრიტები დაიმორჩილა და ამ რაიონში შავი ზღვის სანაპიროზე გავიდა. ფლავიუს არიანეს ცნობით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მისი მოგზაურობის დროს (ახ. წ. 131 წელი) ზიდრიტები ემორჩილებოდნენ იბერიის მეფე ფარსმანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 519-520, თბ., 1979 წელი.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თ. I, თბ., 1970