აკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკა/აკესი – კოლხეთის (ეგრისის) ჰიპოთეტური მეფე ძვ. წ. II ს. 90-იან წლებში. წერილობით წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი. სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა ოქროს ორმა სტატერმა, ლისიმაქეს ტიპის სტატერების იმიტაციამ. ეს მონეტები ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზეა მიკვლეული.

აკას შესახებ ერთი რამ უეჭველია – თუ ფულის ტიპოლოგია ელინურია, ქვეყანაც სწორედ ელინურ სამყაროსთანაა ინტეგრირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიტ.: Г. Ф. Дундуа, Нумизматика Античной Грузии, Тб., 1987

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აკა&oldid=3792533“-დან