სანიგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სანიგები, სანიხები, სანიკები — ძველი დასავლურ-ქართული ტომი. პირველად იხსენიებენ I-II საუკუნეების ავტორები — პლინიუსი, არიანე, მემნონი. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იგივე ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, სხვების აზრით — სვანები. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგენი ჯიქები (საძები) იყვნენ. პლინიუსისა და არიანეს ცნობით სანიგები სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმი) მიდამოებში ცხოვრობდნენ. სანიგებს იხსენიებს „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორიც, მაგრამ მასთან „სანიგ“ ეთნიკური სახელი მოქმედი არ უნდა იყოს და არ უნდა ასახავდეს მის დროს არსებულ ვითარებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II-I ათასწლეულები), თბ., 1974;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 81, თბ., 1985 წელი.