აფსირტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მედეა ბრძანებს აფსირტეს არგოს ბორტს მიღმა გადაგდებას (პორტრეტი: „ოქროს საწმისი“, შესრულებული ჰერბერტ ჯეიმს დრეიპერის მიერ 1904 წელს).

აფსირტე, აბსირტ (აბსარ) (ბერძ. Ἄψυρτος) — ძველი კოლხეთის მეფის, აიეტის ძე. თანამედროვე აფხაზთა წინაპრების, აფშილების ლეგენდარული ეთნარქი[1].

აბსარ აბხაზების სახელი, ვინაითგან თვით აბხაზნი თავის თავს უწოდებენ აბს, თავიანთ ქვეყანას — აბსნ. ქართველთა მატიანით იგინი (აბხაზნი) არიან აბსარნი, აფშილნი. ეს სახელებიც უდრიან ბერძენთა მწერლების აპსაროს-ს, აბსილ-ს, აფსილ-ს. ალბათ აბსირეთი ანუ აბსარეთი ბერძენთა ლეგენდამ აბსირტ-ად გადააკეთა[2].
მისი სახელი ეწოდებოდა პონტოს კუნძულს აბსარს (ქართლის ცხოვრება, როგორც იყო ნათქვამი, აფხაზებს უწოდებს აფსარ, აბშილი. თავის თავს იგინი უწოდებენ აბსუა, თავის ქვეყანას – აბსნ)[3].

ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი მითის მიხედვით, აფსირტე არგონავტების ლაშქრობის დროს ჯერ კიდევ ძუძუს წოვდა. სხვა ვერსიით ისიც არგოში ჩაჯდა, მედეამ თან წაიყვანა (აპოლოდ. 19, 23), გემზე ნაწილ-ნაწილ დაკეპა, ზღვაში გადაყარა და ვიდრე მდევარი აიეტი წმინდა ნაწილებს კრეფდა, არგონავტები დაწინაურდნენ. უფრო ცნობილი თქმულებით, რაც არგონავტიკაშია ფიქსირებული, აფსირტე მდევარ კოლხთა ფლოტს სარდლობს, მედეამ ვითომ მოსალაპარაკებლად მიიტყუა ტაძარში, სადაც ჩასაფრებულმა იასონმა მახვილით მოკლა (აპოლოდ. 1,9, 23-24).

ასევე მისი სახელობისაა ქალაქი აფსირტი გმირის დაღუპვის ადგილას. კორპ. კეისარი.

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ეთნარქი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
  2. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: სკვითია. ტომი I, გვერდები: 13 და 14.
  3. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“: ბ. ღმერთ-კაცნი. თ. აბსირტ, აჲეთის ძე. ტომი I, გვერდი: 95.
  4. მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდი 116. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 1903.
  5. მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“, IV. ბერძენთა გადმოცემა: ფაზიანიდების საგვარეულო შტო (გენეალოგია) ბერძენთა გადმოცემით. ტომი I, გვერდი: 12.