ესქილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ესქილე
Aeschylusathens.jpg
დაბ. თარიღი ძვ. წ. 525[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Eleusis[3]
გარდ. თარიღი ძვ. წ. 456[1] [2] [3]
გარდ. ადგილი ჯელა
საქმიანობა ტრაგედიების ავტორი[4]
ენა ძველი ბერძნული ენა
ეროვნება ბერძნები
მოქალაქეობა ძველი ათენი
ჟანრი ძველბერძნული ტრაგედია
Magnum opus აგამემნონი, ქოეფორები, ევმენიდები, სპარსელები, მიჯაჭვული პრომეთე, შვიდნი თებეს წინააღმდეგ და მავედრებელი ქალები
შვილ(ებ)ი Euphorion და Eueon[5]

ესქილე (ძვ. ბერძნ. Αἰσχύλος; დ. ძვ. წ. 525 — გ. ძვ. წ. 456) — ძველი ბერძენი დრამატურგი, ევროპული ტრაგედიის მამა. დაიბადა ძვ. წ. 525 წელს ათენის მახლობლად ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების დროს მან მონაწილეობა მიიღო მარათონის (ძვ.წ 490), სალამინისა (ძვ.წ 480) და პლატეის (ძვ.წ 479) ბრძოლებში.

ის იყო კლასიკური დრამის დამფუძნებელი. მან პირველმა შექმნა ნამდვილი ტრაგედია ორი მსახიობის გამოყენებით, გუნდისთვის მიჩენილი ნაწილის შეკვეცით და მთავარი მსახიობის სათქმელის განვითარებით . მანვე ჩამოაყალიბა მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა, რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ამავე დროს თავის შემოქმედებაში ესქილემ ასახა ტრაგედიის განვითარების ის საფეხური, როდესაც ტრაგედია ჯერ კიდევ მთლიანად მოწყვეტილი არი იყო თავის საწყისს, საგუნდო სიმღერას: მის ადრინდელ ტრაგედიებში უფრო მეტია ლირიზმი, ვიდრე დრამატიზმი.

ესქილეს, როგორც პოეტს პირველი გამარჯვება ძვ. წ. 484 წელს ხვდა წილად.

ძვ.წ 470 წელს მეფე პიერონმა ესქილე სირაკუზში მიიწვია. აქ იგი წერს დრამას - „ეტნელნი“, რომელიც პიერონის მიერ დაარსებული ქალაქ ეტნის სადიდებლად შეიქმნა.

ძვ. წ. 472 - 468 წლებში ესქილე, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო, კვლავ მიემგზავრება სირაკუზში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო და იცავდა ძველი არისტოკრატიული დაწესებულების არეოპაგის ინტერესებს - ეწინააღმდეგებოდა მისი უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ წრეების მხრიდან.

ესქილე გარდაიცვალა სიცილიაში, ქალაქ გელის მახლობლად ძვ. წ. 456/5 წელს. პოეტს გელელებმა ძეგლი დაუდგეს და ზედ წააწერეს „აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე გელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს“.

დღეისათვის ცნობილია ესქილეს 79 ტრაგედიის დასახელება, აქედან სრული სახით ჩვენამდე მოაღწია შვიდმა. ესენია:

  1. „სპარსელები“;
  2. „მიჯაჭვული პრომეთე“;
  3. „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“;
  4. „მავედრებელი ქალები“;
  5. „აგამემნონი“;
  6. „ქოეფორები“;
  7. „ევმენიდები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ф. Зел. Эсхил // Энциклопедический словарь Санкт-Петербург: Брокгауз—Ефрон, 1904. — Т. XLI. — С. 130–135.
  2. 2.0 2.1 Iarkho V. Эсхил // Краткая литературная энциклопедия მოს.: Советская энциклопедия, 1962. — ტ. 8.
  3. 3.0 3.1 3.2 Н. Кун Эсхил // Электрофор — Эфедрин — 1933. — Т. 64. — С. 724–727.
  4. Liddell H., Scott R., Stuart-Jones H. A Greek-English Lexicon Oxford University Press, 1819. — ISBN 978-0-19-864226-8
  5. https://www.wikidata.org/wiki/Q5852832