შინაარსზე გადასვლა

სანიგეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანიგეთი — სანიგებით დასახლებული ისტორიული მხარე ახლანდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სანიგეთის „მეფეს“ სპადაგას, რომელსაც ძალაუფლება იმპერატორ ადრიანესგან მიუღია, იხსენიებს არიანე II საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც მეფის სახელიდან ჩანს, იგი ადგილობრივი დინასტი უნდა ყოფილიყო. სიმონ ჯანაშიას სანიგეთი კოლხეთის სამეფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ სამეფოდ მიაჩნია. გიორგი მელიქიშვილის აზრით, სანიგეთის გაერთიანება წარმოადგენდა ტომთა კავშირს სახელმწიფოებრიობის ძლიერი ჩანასახით.

  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;
  • მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II–I ათასწლეულები), თბ., 1974;