სავლაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სავლაკიკოლხეთის მეფე გვიანდელ ელინისტურ ხანაში. რომაელი ავტორი პლინიუს უფროსი (ახ. წ. I საუკუნე) სავლაკს იხსენიებს, როგორც აიეტის ჩამომავალს, რომელმაც უამრავი ოქრო და ვერცხლი მოიპოვა სვანების ქვეყანაში და საერთოდ ოქროს საწმისით განთქმულ თავის სახელმწიფოში. პლინიუსის თხზულებაში დაცული გადმოცემის თანახმად, „სავლაკს (სასახლეში) ჰქონდა ოქროს კამარები, ვერცხლის კოჭები, სვეტები და პილასტრები“, რომლებიც მას ნადავლად წამოუღია ეგვიპტის ლეგენდარული მეფის სესოსტრისისაგან. ზოგიერთი მკვლევარი (დ. კაპანაძე, კ. გოლენკო და სხვა) კოლხეთის მეფე სავლაკს მიაწერს მონეტების ერთი ჯგუფის მოჭრას, რომელიც ძვ. წ. II საუკუნის II ნახევრით თარიღდება.[1]

ვერაფერს ვიტყვით აზიაში ეგვიპტის მეფის, სეზოსტრისის ლაშქრობაზე, რომელსაც, ბერძენ ისტორიკოსთა მიხედვით[2], კოლხეთში მრავალი ეგვიპტელი უნდა დაეტოვებინა. ვიცით მხოლოდ, რომ სეზოსტრისმა აზია გაიარა და კავკასიაში შევიდა, მაგრამ გაურკვეველია მისი ლაშქრობის მიზანი და მიმდინარეობა. საუკუნეებმა, რომლებიც ამ ფარაონს გვაშორებს, ყველა ისტორიული ძეგლი აღგავა პირისაგან მიწისა. უდავო და უეჭველია მხოლოდ ის, რომ კოლხეთის მოსახლეობა ქართული წარმოშობისა იყო, ისევე როგორც დღევანდელი სამეგრელოსი.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავლაკის მონეტა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • Голенко К. В., Ещё о монетах, приписываемых Савмаху, „Вестник древней истории“, 1963, № 3

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სავლაკი (მეფე). ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  2. ჰეროდოტე, წიგნი II, თავი 103-105.
  3. მიხეილ თამარაშვილი „ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე“: III. – ფინიკიელთა და ბერძენთა მიერ საქართველოს სიმდიდრეთა გამოყენება. გვერდები: 85, 86.