ციკლოპები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციკლოპი პოლიფემუსი

ციკლოპები, კიკლოპები (ძვ. ბერძნ. Κύκλωπες მრგვალთვალიანები) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში (ცალთვალა) ბუმბერაზები. ჰესიოდეს მიხედვით, ციკლოპები ჭექა-ქუხილის დემონები, ურანოსისა და გეას შვილები არიან, იგი ასახელებს 3 ციკლოპს ბრონტეს, სტეროპეს და არგეს. ურანოსს ციკლოპები ქვესკნელში ჰყოლია გამომწყვდეული, კრონოსს აუხსნია, უმსახურია, მერე კი ტარტაროსში ჩაუყრია. ზევსს გაუთავისუფლებია და მათ გამოჭედილი მეხით ღვთაებათა ძვ. თაობა დაუმხია. ბოლოს ზევსზე გულმოსულ აპოლონს დაუხოცია. ჰომეროსის მიხედვით ციკლოპები გოლიათთა ველური, უხეში მესაქონლე ტომია, რომელიც უკიდურეს დასავლეთში ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანია კაციჭამია პოლიფემე. მითების გვიანდელი ვერსიებით , ციკლოპები ჰეფესტოსის (ვულკანის) თანაშემწენი არიან, ეტნის სიღრმეში ცხოვრობენ და მეხს უჭედავენ ღმერთებსა და გმირებს. ტრადიცია ციკლოპებს წარმოადგენს არგოლიდაში ლიკიადან მოსულ გოლიათებად, რომელთაც ტირინთსა და მიკენეში ციკლოპური კედლები აუგიათ. ამიტომ ევრიპიდე არგოლიდას ციკლოპების ქვეყანას უწოდესბ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გელოვანი ა., ქსე, ტ. 11, გვ. 214, თბ., 1987