შინაარსზე გადასვლა

ყაზახეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყაზახეთის რესპუბლიკა)
ყაზახეთის რესპუბლიკა
Қазақстан Республикасы
Республика Казахстан
ყაზახეთი
ყაზახეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Менің Қазақстаным
Meniñ Qazaqstanım
My Kazakhstan
დედაქალაქიასტანა
51°10′ ჩ. გ. 71°30′ ა. გ. / 51.167° ჩ. გ. 71.500° ა. გ. / 51.167; 71.500
უდიდესი ალმათი
ოფიციალური ენა
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი
 -  პრ.-მინისტრის მ/შ ალიჰან სმაილოვი
ფართობი
 -  სულ 2 724 900 კმ2 (მე-9)
 -  წყალი (%) 1,7
მოსახლეობა
 -  2025 შეფასება 20 286 084[1] (65-ე)
 -  სიმჭიდროვე 7,44 კაცი/კმ2 (236-ე)
მშპ (მუპ) 2024 შეფასება
 -  სულ $693 415 მილიარდი[2]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $34 534[2]
აგი (2022)0.802[3]
ძალიან მაღალი · 67-ე
ვალუტა ტენგე (KZT)
სასაათო სარტყელი UTC+05:00 და UTC+06:00
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +7-6xx, +7-7xx
ინტერნეტ-დომენი .kz

ყაზახეთის რესპუბლიკა (ყაზახ. Қазақстан Республикасы; რუს. Республика Казахстан) — ტრანსკონტინენტური ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, რომლის მცირე ნაწილი ურალის დასავლეთით ხვდება აღმოსავლეთ ევროპაში. ყაზახეთი არის მსოფლიოში სიდიდით მეცხრე ქვეყანა, ხოლო ხმელეთით გარშემორტყმულ ქვეყნებს შორის — უდიდესი, მისი ფართობი შეადგენს 2 727 300 კვადრატულ კილომეტრს, რაც აღემატება დასავლეთი ევროპის ფართობს.[4] მას ესაზღვრება (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მოძრაობის მიხედვით): რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და კასპიის ზღვა. ყაზახეთის ტერიტორია მოიცავს: ვრცელ ველებს, ტაიგას, კანიონებს, გორებს, დელტებს, მუდმივი თოვლით დაფარულ მთებსა და უდაბნოებს. 20 286 084 მცხოვრებით მისი საშუალო სიმჭიდროვე დაახლოებით 7,44 ადამიანს შეადგენს კვ. კილომეტრზე. დედაქალაქი ალმათიდან ასტანაში 1997 წელს გადავიდა.

  • ოფიციალური: ყაზახეთის რესპუბლიკა.
  • მშობლიური: Қазақстан; Qazaqstan Respublikasy.

დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1990 წელს. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ყაზახეთს ერგო საბჭოთა კოსმონავტიკის ძირითადი ბაზა — ბაიკონურის კოსმოდრომი. მას დაახლოებით 6 ათასი კმ² ფართობი უჭირავს, რომელსაც იჯარით იყენებს რუსეთი. ყაზახეთი არის დსთ-ის წევრი. 1999 წელს მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

ყაზახეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ცენტრალურ აზიაში, ესაზღვრება რუსეთს, ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს. დასავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 2 717 000 კვ. კმ-ს. ამ მაჩვენებლით მას მე-9 ადგილი უკავია მსოფლიოს ქვეყნებს შორის. მისი ტერიტორია გადაჭიმულის კასპიის ზღვიდან ალტაის მთებამდე. მთავარი მდინარეებია ილი, ირტიში და იშიმი, ტბები - არალის, ბალხაშისა და ზაისანის.

  • სახელმწიფო სისტემა — განვითარებადი დემოკრატია, საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი (2019 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი, შედგება სენატისა (47 წევრი) და მაჟილისისაგან (67 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყაზახეთი ადმინისტრაციულად იყოფა 14 ოლქად (oblys) და 3 ქალაქად (qalasy).[5] გარდა ამისა არსებობს ქალაქი ბაიკონური, რომელსაც გააჩნია გაანსაკუთრებული სტატუსი და 2050 წლამდე იჯარით აქვს აღებული რუსეთს. ამჟამად იგი არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქი.[6]

ყაზახეთის ადმინისტრაციული დაყოფა
ოლქი/ქალაქიმოსახლეობა[7]ფართობი
კმ²
ადმ. ცენტრი
ასტანა1 195 900797,33ასტანა
ალმათი1 918 109682ალმათი
შიმქენთი1 086 5001162,8შიმქენთი
ყიზილორდის ოლქი818 000226 019ყიზილორდა
ალმათის ოლქი2 083 700223 911თალდიყორღანი
აკმოლის ოლქი735 239146 219ქოქშეთაუ
აქტობეს ოლქი897 600300 629აქტობე
ატირაუს ოლქი660 059118 631ატირაუ
დასავლეთ ყაზახეთის ოლქი662 600151 339ურალსკი
ყარაღანდის ოლქი1 375 800427 982ყარაღანდა
კოსტანაის ოლქი863 290196 001კოსტანაი
მანგისთაუს ოლქი165 642724 700აქთაუ
თურქესტანის ოლქი2 049 700116 280თურქესტანი
პავლოდარის ოლქი750 323124 755პავლოდარი
აღმოსავლეთ ყაზახეთის ოლქი1 362 700283 226ოსკემენი
ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქი542 50097 993პეტროპავლი
ჟამბილის ოლქი1 141 800144 264ტარაზი
ყაზახი მამაკაცი ცხენითა და არწივით

ყაზახეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით — ნავთობი, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მანგანუმი, ქრომი, ნიკელი, კობალტი, სპილენძი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, ბოქსიტები, ოქრო, ურანი. ერთობლივ ეროვნულ პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი შეადგენს 10 %-ს, მრეწველობისა — 30 %-ს, დანაჩენი მომსახურებაზე მოდის. ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი, ლითონები, ქიმიკატები, ხორბალი. უკანასკნელ წლებში შესამჩნევია პროგრესი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეროვნული ვალუტა — ტენგე (KZT).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Monthly official estimate. Eng.stat.kz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-13. ციტირების თარიღი: 2025.
  2. 1 2 Kazakhstan. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 2013-04-17.
  3. Human Development Report 2011. United Nations (2011). ციტირების თარიღი: 15 November 2011.
  4. Agency of Statistics of the Republic of Kazakhstan (ASRK). 2005. Main Demographic Indicators. Stat.kz. ციტირების თარიღი: 2010-06-01.
  5. Географическое положение, природные условия
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Международное Соглашение между Российской Федерацией и Республикой Казахстан о статусе города Байконур, порядке формирования и статусе его органов исполнительной власти от 23 декабря 1995 года, статья 1, пункт 1.. ციტირების თარიღი: 2022-01-05
  7. Об изменении численности населения Республики Казахстан с начала 2020 года до 1 августа 2020 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2022-01-05.
  8. Перепись населения Республики Казахстан 2024 года. Краткие итоги. (Census for the Republic of Kazakhstan 2009. Short Summary) Russian. Republic of Kazakhstan Statistical Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 10 December 2010.