ყაზახეთის სახანო
ყაზახეთის სახანო | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
![]() | |||||||
დედაქალაქი | 1465-1469 სოზაკი 1469-1511 სიგნაკი 1511-1521 სოზაკი 1521-1599 სიგნაკი 1599-1729 თურქესტანი | ||||||
ენა | ყაზახური | ||||||
ფართობი | 2,5 მლნ კმ² | ||||||
ყაზახეთის სახანო (ყაზახ. Қазақ хандығы) — ყაზახური სახელმწიფო თანამედროვე ყაზახეთისა და მისი მიმდებარე სახელმწიფოების ტერიტორიაზე. წარმოიქმნა ოქროს ურდოს დაშლის პერიოდში და არსებობდა 1465-1847 წლებში.
სახანომ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია კასიმ-ხანის (1511-1518 წწ.) მმათველობის პერიოდში. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი, მაგრამ ხაკ-ნაზარ-ხანის (1538-1580 წწ.) მმართველობის პერიოდში ქვეყანა დაუბრუნდა ძველ საზღვრებს.
XV-XVI საუკუნეებში შიდა დაპირისპირების საფუძველზე ქვეყანა იშლება უფროს, შუა და უმცროს ჟუზებად. აბილაი-ხანის (1771-1781 წწ.) მმართველობის პერიოდში სამივე ჟუზმა იგი აღიარა ყაზახეთის ხანად. მისი გარდაცვალების დროს სახანო კვლავ ჟუზებად დაიყო. საბოლოოდ გაეერთიანება მოხდა კენასერი კასიმოვის (1841-1847 წწ.) მმართველობის პერიოდში და ყაზახეთის სახანოს ისტორიის დასასრულს.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Казахское ханство во второй половине XV — начале XVI вв. დაარქივებული 2008-06-07 საიტზე Wayback Machine.
- Урус-хан. Казахское ханство
- Туркестан — столица Казахского ханства
|