ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაჯიკეთის სამოკალაკო ომი
დუშანბე,  1992 ნაწილი
RIAN archive 466496 Rally on Shakhidon square.jpg
თარიღი 5 მაისი 1992 - 27 ივნისი 1997
(5 წელი, 1 თვე, 3 კვირა და 1 დღე)
მდებარეობა ტაჯიკეთი
Casus belli პოლიტიკური შეტაკება ტაჯიკეთის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.
შედეგი სამხედრო ჩიხი
მხარეები
თარგი:Flagdeco ტაჯიკეთის დროშა Tajikistan გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიცია
მეთაურები
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთის დროშა

უზბეკეთის დროშა ისლამ კარიმოვი
რუსეთის დროშა ბორის ელცინი

 საიდ აბდულოჰ ნური

 მოჰამედ შარიფ ჰიმატზადე
შადმან იოსუფი

ძალები
ტაჯიკეთის დროშა უცნობია

რუსეთის დროშა 5000–15,000 სასაზღვრო ჯარი
უზბეკეთის დროშა

დაახლოებით 10,000–20,000
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ტაჯიკეთის სამოქალაქო ომი (ტაჯ. Ҷанги шаҳрвандии Тоҷикистон, Jangi şahrvandi‘i Tojikiston/Çangi şahrvandiji Toçikiston); აგრეთვე ცნობილი, როგორც ტაჯიკური სამოქალაქო ომი ან ომი ტაჯიკეთში, დაიწყო 1992 წლის მაისის თვეში, როდესაც კჰუჯანდის და კულიაბის რეგიონებში მოსახლეობამ დაიწყო იმჟამინდელი მთავრობისა და პრეზიდენტის - რაჰმონ ნაბიევის (დ. 5 ოქტომბერი, 1930 - გ. 11 აპრილი, 1993) წინააღმდეგ მოძრაობა. მოძრაობას სათავეში ედგნენ ლიბერალ დემოკრატები და ისლამისტები, რომლებიც გაერთიანებულად იბრძოდნენ გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციის სახელით. 

პრეზიდენტმა ემომალი რაჰმოვმა, გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციის ლიდერმა - საიდ აბდულოჰ ნურიმ და გაეროს გენერალმა გერდ მერემ ხელი მოაწერეს მშვიდობის ხელშეკრულებას და მოსკოვის პროტოკოლს 1997 წლის 27 ივნისს მოსკოვში რამაც დაასრულა სამოქალაქო ომი. დაღუპულთა რაოდენობა მერყეობს 20 000 დან 60 000 მდე.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძაბულობა დაიწყო 1992 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წევრებმა დაიწყეს დემონსტრაციები 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინაარმდეგ.


ბრძლა გაჩაღდა 1992 წლის მაისში მთავრობის მომხრეებსა და გაერთიანებული ტაჯიკურ ოპოზიციას შორის, რომლებშიც ასევე შედიოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. 1992 წლის 7 სექტემბერს დემონსტრანტებმა ხელში ჩაიგდეს პრეზიდენტი ნაბიევი და აიძულეს ხელი მოეწერა გადადგომაზე, რამაც ბრძოლის ფრონტი დედაქალაქ დუშანბეში გადაიტანა.

რუსეთის დახმარებით დემონსტრანტებმა გადააყენეს მთავრობა და ახალი მთვრობის მეთაური გახდა ემომალი რაჰმონოვი.

საომარმა მოქმედებებმა პიკს 1992-1993 წლებშ მიაღწია, როდესაც ომში ჩაებნენ ისლამისტები. ამ პერიოდში ათობით ათასი დაიღუპა ან გაიქცა ავღანეთში.

ოპოზიციის რეორგანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავღანეთში, მოხდა მთავრობის შეცვლა და მმართველობაშ მოვიდა ჯამიათიისლამის პარტია, აჰმად  შაჰ მასოუდის მეთაურობით. რომელიც მხარს უჭერდა ისლამისტებს, შესაბამისად გაერთიანებული ტაჯიკეთის ოპოზიციას.ირანი მალულად მხარს უჭერდა ისლამისტებს, თმცა ამას არ აღიარებდა.

გაგრძელება ჩიხი და მშვიდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ძალების ჩაბმამ ომში მოწინააღმდეგე მხარეზე გამანადგურებლად იმოქმედა. ვითარების მოსაწესრიგებლად გაეროდან მისია გაიგზავნა, რომელიც, ძირითადად ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იბრძოდა, თუმცა 1966 წელს მოხდა კონფლიქტი რუსეთის ჯართან დუშანბეში. ავღანელმა ისლამისტებმა ასევე დაიწყეს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ ომი დაასრულა გაეროს მისიამ 1997 წელს. საპრეზიდენტო არჩევნები კი გადაიდო 1999 წლის 6 ნოემბერს.


ომმა ტაჯიკეთზე გამანადგურებლად იმოქმედა. დაღუპულების რაოდენობა მერყეობს 30 000 დან 60 000 მდე.1.2 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილდა ქვეყნის შიგნითა და მის გარეთ. ტაჯიკეთის ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა და სამთავრებო სერვისები კატასტროფულად დაზიანდა.

განსაკუთრებით ძალადობას ჰქონდა ადგილი ჯურნალისტების მიმართ. დაიღუპა უამრავი ჯურნალისტი ისევე როგორც ტაჯიკი ისე სხვა.

სომხების როლი კონფლიქტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის დაწყებისას სომხები ჩაბმული იყვნენ ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აღნიშნულ ომში სომხეთმა გაიმარჯვა. უზბეკეღთი ამ კონფლიქტში იბრძდა სომხების გვერდზე და ამიტომ უზბეკეთს არმიაში იყვნენ დიდი რაოდენობით სომხები, რომლებსაც უზბეკეთი გაერთიანებული ტაჯიკეთს ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]