ილი (მდინარე)
ილი | |
---|---|
![]() ილი | |
ქვეყანა |
![]() ![]() |
სათავე | ტიან-შანი |
სიგრძე | 1,439 კმ |
აუზის ფართობი | 140,000 კმ² |
![]() ილი და მისი შენაკადები | |
![]() |
მდინარე ილი (ყაზახ. Іле; რუს. Или; ჩინ. 伊犁河; მონღ. Ил) — მდინარე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთსა (სინძიანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ყაზახეთში (ალმათის ოლქი).
მისი სიგრძეა 1439 კილომეტრი, საიდანაც 815 კილომეტრს გადის ყაზახეთში. სათავეს იღებს აღმოსავლეთ ტიან-შანში. ილი მოიცავს აუზს ტიან-შანსა და ბორო-ხოროს მთიანეთს შორის.
ილი ჩაედინება ბალხაშის ტბაში, სადაც ქმნის ვრცელ და ნაყოფიერ დელტას.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ილი პირველად მოხსენიებულია მახმუდ ალ-კაშგარის თურქულ ენციკლოპედიაში, რომელიც დაიწერა 1072-1074 წლებში. ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ მდინარე ილის ნაპირებზე ცხოვრობს რამდენიმე თურქული ტომი. მისი სახელი შეიძლება წარმოდგებოდეს უიღურული სიტყვისგან - ილ, რაც ითარგმნება როგორც - „კაუჭი“ და შეესაბამება მდინარის გეოგრაფიულ მონახაზს.[1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Adil Arup, Ili atalghusi heqqide (Etymology of Ili), Journal of Ili Darya, in Uyghur, 2007