დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
დონეცკის სახალხო რესპუბლიკა |
|||||
---|---|---|---|---|---|
|
|||||
დედაქალაქი | დონეცკი | ||||
ოფიციალური ენა | [1] | ||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | ||||
- | პრეზიდენტი | დენის პუშილინი | |||
დამოუკიდებლობა უკრაინისგან | |||||
- | გამოაცხადა | 2014 წლის 12 მაისი | |||
მოსახლეობა | |||||
- | შეფასება | 2 318 721 [2] | |||
ვალუტა | რუსული რუბლი [3] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 62 |
დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (უკრ. Донецька Народна Республіка; რუს. Донецкая Народная Республика) — თვითგამოცხადებული რესპუბლიკა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, მთელი ტერირტორიაზე, რომელზეც დსრ-ს აქვს პრეტენზია, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტი ვრცელდება. ასევე, ტერიტორია (დონეცკის ოლქის 1/3), რომელიც 2014-2015 წლების საბრძოლო მოქმედებების შედეგად სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მოექცა, რუსეთის საოკუპაციო ძალების და ტერორისტული დაჯგუფებების საბოლოო გაყვანამდე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება.[4]
უკრაინის ხელისუფლება დსრ-ს მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან ორგანიზაციის სამხედრო ან პოლიტიკურ ცხოვრებაში — ტერორისტებად და სეპარატისტებად.[5][6][7][8] მეორე მხრივ, დსრ-ის ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას მიიჩნევს როგორც „სისხლიან რეჟიმს“, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადის „სამხედრო დანაშაულებს“, რასაც ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა.[9][10]
ე. წ. რესპუბლიკის მოსახლეობა, ხელისუფლების მონაცემებით, შეადგენს 2,3 მილიონ ადამიანს,[11] რომლის უმრავლესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია.
რესპუბლიკის შექმნა დონეცკში, 2014 წლის 7 აპრილს გამოცხადდა, ხოლო იმავე წლის 12 მაისს ჩატარდა რეფერენდუმი, რის შედეგადაც რესპუბლიკამ უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.[12] ამ დროისთვის დსრ-ის დამოუკიდებლობას მხოლოდ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და ნაწილობრივ-აღიარებული სამხრეთ ოსეთი[13][14] აღიარებს.
უკრაინის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებები, და ასევე ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია თვლის, რომ დსრ სამხედრო მხარდაჭერას რუსეთისგან იღებს, მაგრამ კრემლი ამას კატეგორიულად უარყოფს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- დსრ-ის მთავრობის და სახალხო კრების ოფიციალური საიტი
- დსრ-ის სახალხო კრების ოფიციალური საიტი
- დსრ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი
- დსრ-ის უზენაესი სასამართლოს ოფიციალური საიტი დაარქივებული 2015-01-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Конституция Донецкой Народной Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 08.01.2018. ციტირების თარიღი: 01.01.2021.
- ↑ Численность населения Донецкой Народной Республики на 1 мая 2016 года (рус.). Главное управление статистики Донецкой Народной Республики.
- ↑ http://dan-news.info/ekonomika/dnr-pereshla-na-plavayushhij-kurs-rublya.html
- ↑ Постановление о признании отдельных районов, городов, поселков и сел Донецкой и Луганской областей временно оккупированными территориями
- ↑ Турчинов ответит антитеррористической операцией на волнения востока Украины (рус.). ინტერფაქსი(7 აპრილი, 2014).
- ↑ Яценюк назвал митинги на востоке Украины осуществлением плана по дестабилизации ситуации (рус.). იტარ-ტასსი (7 აპრილი, 2014).
- ↑ Самопроголошені республіки у Донецькій та Луганській областях кваліфіковано як терористичні організації. (укр.)უკრაინის პროკურატურის ოფიციალური საიტი
- ↑ ГПУ признала террористическими организациями самопровозглашенные ДНР и ЛНР. (рус.) УНИАН (16 მაისი, 2014)
- ↑ МИД ДНР осудил участие Зурабова в инаугурации Порошенко — Новости дня — РосБизнесКонсалтинг
- ↑ ОФИЦИАЛЬНОЕ ЗАЯВЛЕНИЕ Министерства Иностранных Дел Донецкой Народной Республики О недопустимости действий по легитимации киевского режима
- ↑ Численность населения Донецкой Народной Республики на 1 мая 2016 года (рус.). Главное управление статистики Донецкой Народной Республики.
- ↑ ДНР провозгласила себя суверенным государством (рус.). რია-ნოვოსტი (12 მაისი, 2014).
- ↑ Указ Президента Южной Осетии «О признании Донецкой Народной Республики»
- ↑ Южная Осетия признала независимость Донецкой народной республики (рус.). RT (27 ივნისი, 2014).
|