ყასიმ-ჟომართ თოყაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყასიმ-ჟომართ თოყაევი
ყასიმ-ჟომართ თოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 მარტი, 2019
პრემიერ-მინისტრი  ასკარ მამინი
წინამორბედინურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ოქტომბერი, 2013 – 19 მარტი, 2019
წინამორბედიკაირატ მამი
მემკვიდრედარიგა ნაზარბაევა

ყაზახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გაეროს ჟენევის ოფისში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 მარტი, 2011 – 16 ოქტომბერი, 2013
წინამორბედისერგეი ორჯონიკიძე
მემკვიდრემიშელ მიოლერი

ყაზახეთის მე-4 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ოქტომბერი, 1999 – 28 იანვარი, 2002
წინამორბედინურლან ბაგიმბაიევი
მემკვიდრეიმანგალი ტასმაგამბეტოვი

დაბადებული17 მაისი, 1953 (1953-05-17) (66 წლის)
ალმათი, ყაზახეთის სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ეროვნებაყაზახი
პოლიტიკური პარტიანურ ოტანი
მამაკემელ ტოკაიევი
დედაალჟან ნაზარბაევა
მეუღლეტურარ შაბარბაიევა
განათლებამსუ

ყასიმ-ჟომართ ქემელის ძე თოყაევი (ყაზახ. Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев; დ. 17 მაისი, 1953, ყაზახეთის სსრ, სსრკ) — ყაზახი პოლიტიკოსი, 2019 წლის 20 მარტიდან ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყასიმ-ჟომართ თოყაევი დაიბადა 1953 წლის 17 მაისს, მისი მამა კემელ ტოკაევი (1923—1986) იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ხოლო დედა ცნობილი ყაზახი მწერალი ტურარ შაბარბაიევა (1931–2000).

1970 წელს თოყაევი ჩაირიცხა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში. 1975 წელს გააგზავნეს ჩინეთის საელჩოში ექვს თვიანი პრაქტიკისათვის. ამავე წელს იგი მუშაობას იწყებს სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1983 წელს იგი გაემგზავრა პეკინში, სადაც გადიოდა ჩინური ენის კურსებს. იგი პეკინში დარჩა 1991 წლამდე. 1992–2002 წლებში იყო ყაზახეთის რიგით მე-4 პრემიერ-მინისტრი. 2013-2019 წლებში იყო ყაზახეთის სენატის თავმჯდომარე, ასევე 13 წლის განმავლობაში იყო ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყასიმ-ჟომართ თოყაევისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა კრემლში, 2019 წლის 4 აპრილი

2019 წლის 19 მარტს ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა თანამდებობიდან, 20 მარტს ყაზახეთის დროებით პრეზიდენტად დაინიშნა თოყაევი, მან ნაადრევი არჩევნები 2019 წლის 9 ივნისს დანიშნა, მმართველმა პარტიამ — „ნურ ოტანმა“ კი იგი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიწვია იგი კრემლში. თოყაევი მოსკოვში 4 აპრილს ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, პრეზიდენტობის პირველ თვეში მან 4 ქვეყნის ლიდერთან გამართა შეხვედრა. 2019 წლის 14 აპრილს იგი უზბეკეთში ვიზიტით ჩავიდა პრეზიდენტ შავკათ მირზიიოევთან. გარდა ამისა იგი შეხვდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიკტორ ორბანს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ფლობს ყაზახურ, რუსულ, ინგლისურ, ჩინურ და ფრანგულ ენებს. დაქორწინებულია და ჰყავს ერთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]