შინაარსზე გადასვლა

ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა და Q4343708?
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ყაზახეთის დროშა ყაზახეთი | ქვეყნის დროშა2 | name = ყაზახეთის დროშა ყაზახეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
რეგიონი აზია
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 1103
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1103
ინგლ.რუს.ფრ.

ხოჯა აჰმედ იასავის მავზოლეუმი (ყაზ. Қожа Ахмет Яссауи кесенесі) — დაუმთავრებელი მავზოლეუმი სამხრეთ ყაზახეთის ქალაქ თურქესტანში. მისი მშენებლობა 1389 წელს, თემურლენგის ბრძანებით დაიწყო, რათა ჩაენაცვლებინა XII საუკუნის პოეტის, აჰმედ იასავის (1093–1166) პატარა მავზოლეუმი, მაგრამ 1405 წელს, თემურლენგი გარდაიცვალა და მშენებლობა შეჩერდა.

მიუხედავად მისი დაუსრულებელი სახისა, მავზოლეუმი თემურლენგის ეპოქის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესოდ შემონახულ ნიმუშს წარმოადგენს. ექსპერიმენტული სივრცული დაგეგმარება, გუმბათის ინოვაციური კონსტრუქცია, ორნამენტებით მორთული მოჭიქული კრამიტი – ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა განსხვავებულ სტილს, რომელიც შემდეგ მთელს რეგიონში გავრცელდა.

მავზოლეუმი დღეს მთელი ცენტრალური აზიიდან უამრავ პილიგრიმს იზიდავს და ყაზახებისთვის ეროვნულ იდენტობასთან ასოცირდება. წარმოადგენს ყაზახეთის დაცულ, ეროვნულ მუზეუმს და 2003 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]