შინაარსზე გადასვლა

პალესტინის სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პალესტინა (მრავალმნიშვნელოვანი).
პალესტინის სახელმწიფო
არაბ. دولة فلسطين
პალესტინა
პალესტინის
ჰიმნი: „არაბ. "فدائي"
ფიდაი (მეომარი)
სტატუსი ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო
დედაქალაქიიერუსალიმი (ოფიციალური)
რამალა და ღაზა (ადმინისტრაციული)
31°47′ ჩ. გ. 35°13′ ა. გ. / 31.783° ჩ. გ. 35.217° ა. გ. / 31.783; 35.217
უდიდესი ღაზა
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი
 -  ვიცე-პრეზიდენტი ჰუსეინ ალ-შეიხი
 -  პრემიერ-მინისტრი მოჰამად მუსტაფა
 -  სპიკერი აზიზ დუეიკი
ფართობი
 -  სულ 6 020 კმ2 (163-ე)
 -  წყალი (%) 3,5
 -  აქედან: მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი 5655 კმ²
 -  ღაზის სექტორი 365 კმ²
მოსახლეობა
 -  2023 შეფასება 5 483 450[1] (121-ე)
 -  სიმჭიდროვე 731 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2023 შეფასება
 -  სულ $36.391 მილიარდი[2] (138-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $6642[2] (131-ე)
აგი (2023)0.674[3]
საშუალო · 133-ე
ვალუტა ისრაელის ახალი შეკელი, იორდანიული დინარი, ეგვიპტური გირვანქა[4] (ILS, JOD, EGP)
სასაათო სარტყელი UTC+02:00
 -  ზაფხული (DST) UTC+03:00 (UTC)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი +970
ISO 3166 კოდი PS
ინტერნეტ-დომენი .ps

პალესტინა (არაბ. فلسطين‎‎), ოფიციალურად პალესტინის სახელმწიფო (არაბ. دولة فلسطين) — ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 157 აღიარებს. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში ეროვნული საბჭოს სხდომაზე. ის არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრია.

სახელმწიფო შედგება ორი ერთმანეთისაგან დაშორებული ტერიტორიისაგან, რომლის ერთი ნაწილი მდებარეობს იორდანიის საზღვართან – მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი ფართით 5655 კმ² და მოსახლეობით 3 256 906 ად. (2023 წ.), ხოლო მეორე ნაწილი ეგვიპტის საზღვართან – ღაზის სექტორი ფართით 365 კმ² და მოსახლეობით 2 226 544 ად. (2023 წ.).

2011 წლის 23 ნოემბრიდან პალესტინის სახელმწიფო იუნესკოს წევრი ქვეყანაა.[5]

2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა. პალესტინისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ხმა მისცა 138-მა წევრმა ქვეყანამ, 9 ქვეყნის ელჩი იყო წინააღმდეგი, 41-მა კი თავი შეიკავა.[6]

2013 წლის 6 იანვარს პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განკარგულება გასცა, პალესტინის ადმინისტრაციას ოფიციალურად დაერქვას სახელმწიფო პალესტინა.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Estimated Population in the Palestine Mid-Year by Governorate,1997-2026. Palestinian Central Bureau of Statistics. ციტირების თარიღი: 7 December 2022
  2. 2.0 2.1 World Economic Outlook Database, October 2023 Edition. (Palestine). საერთაშორისო სავალუტო ფონდი (10 October 2023). ციტირების თარიღი: 16 October 2023
  3. Human Development Report 2025. United Nations Development Programme (6 May 2025). ციტირების თარიღი: 6 May 2025
  4. According to Article 4 of the 1994 Paris Protocol, the State of Palestine has no official currency. The Protocol allows the Palestinian Authority to adopt multiple currencies. In the West Bank, the Israeli new sheqel and Jordanian dinar are widely accepted, while in the Gaza Strip the Israeli new sheqel and Egyptian pound are widely accepted.
  5. იუნესკო, პალესტინა.
  6. პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი მიიღო
  7. Abbas instructs embassies to refer to State of Palestine
  8. მაჰმუდ აბასმა პალესტინელთა ავტონომიისთვის სახელის გადარქმევის განკარგულება გასცა