ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა (უკრ.Автономна Республіка Крим) — ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში, განლაგებულია ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულზე შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში.
ფართობი – 26,1 ათასი კვ.კმ.
მოსახლეობა –1 973 185 მათ შორის 58,32% რუსია, 24,32% უკრაინელი, 12,1% ყირიმელი თათარი.
1475-1774 — თურქეთის მმართველობის ქვეშ. 1783 – ანექსირებულ იქნა რუსეთის მიერ. 1917-20 – ტავრიის რესპუბლიკა. 1942-44 – ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. ომის შემდეგ ყირიმელი თათრები გასახლებულ იქნენ უზბეკეთში, საიდანაც დაბრუნდნენ 1987 წელს. 1954-91 – უკრაინის ოლქი. 1991 – ავტონომიური რესპუბლიკა.