ყაზახეთის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ყაზახეთის გერბი
Emblem of Kazakhstan.svg
დეტალები
დამტკიცდა 4 ივნისი, 1992
დევიზი ҚA3AҚCTAH

ყაზახეთის გერბის მიღება მოხდა 1992 წლის 4 ივნისს. გერბის ავტორები არიან: ჯანდარბეკ მელიბეკოვი და შოთა ვალიხანოვი. არსებული გერბის შერჩევა მოხდა დაახლოებით 245 პროექტისა და 67 აღწერილი დიზაინიდან.[1] 1992 წლამდე ყაზახეთს ჰქონდა სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ანალოგიური გერბი.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემბლემა წარმოადგენს შანირაკის (რომელიც არის იურტის გუმბათის ცენტრი) გამოსახულებას (ყაზახ. Шаңырақ, şañıraq; რუს. Шанырак). მის ცენტრში განთავსებულია იურტის გუმბათის ცენტრის გამოსახულება საიდანაც მოჩანს ლურჯი ცა და ამომავალი მზე, ხოლო გვერდები დამშვენებული მითური ცხენების გამოსახულებებით. გერბის წლიური ფორმა სიცოცხლის და მარადისობის სიმბოლოა. ხოლო შანირაკი წარმოადგენს ოჯახური კეთილდღეობის და სიმშვიდის სიმბოლოს.

ყაზახური შანირაკის მსგავსი დიზაინი გამოყენებული ყირგიზეთის დროშაზეც, ყირგიზეთში მას ეწოდება ტუნდუკი.

ყაზახეთის გერბი შესრულებულია ორ ფერში: ოქროსფერსა და ცისფერში. ოქროსფერი სიმბოლოა ყაზახი ხალხის ბედნიერი მომავლის, ხოლო ცისფერი სიმბოლოა თანხმობის ერთობის და ყველა სხვა ერებთან მშვიდობის.

გერბის ქვედა ნაწილში გამოსახული ყაზახეთის ყაზახური სახელი - ҚA3AҚCTAH.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: