შინაარსზე გადასვლა

ხაკასეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რესპუბლიკა
ხაკასეთი
ხაკ. Хакас Республиказы
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
შიდა დაყოფა აბაზა, აბაკანი, Sayanogorsk, Sorsk, Chernogorsk, Altaysky District, Askizsky District, Beysky District, Bogradsky District, Ordzhonikidzevsky District, Tashtypsky District, Ust-Abakansky District და Shirinsky District
კოორდინატები 53°30′00″ ჩ. გ. 90°00′00″ ა. გ. / 53.50000° ჩ. გ. 90.00000° ა. გ. / 53.50000; 90.00000
მმართველი Valentin Konovalov
დაარსდა 3 ივლისი, 1991
ფართობი 61569 კმ²
ოფიციალური ენა რუსული ენა და ხაკასური ენა
მოსახლეობა 525 557 (1 იანვარი, 2025)[1]
სასაათო სარტყელი Krasnoyarsk Time[2]
სატელეფონო კოდი 390
საავტომობილო კოდი 19
ოფიციალური საიტი https://www.r-19.ru/
ხაკასეთი — რუსეთი
ხაკასეთი

ხაკასეთი (რუს. Хакасия) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ციმბირის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში. დედაქალაქი - აბაკანი. დაარსდა 1992 წელს. შედგება 5 საქალაქო ოკრუგისა და 8 რაიონისაგან.

მდებარეობს აღმოსავლეთ ციმბირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ენისეის მარცხენა სანაპიროზე. უკავია მინუსინსკისა და ჩულიმ-ენისეის ქვაბულების ნაწილი. რესპუბლიკას ესაზღვრება ტუვა, კრასნოიარსკის მხარე, კემეროვის ოლქი და ალთაის რესპუბლიკა.

თანამედროვე ხაკასეთის ტერიტორია დასახლებული იყო პალეოლითის დროიდან. XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევებმა მოსპო ტომობრივი კავშირები, დაანგრია სარწყავი არხების ქსელი, რის გამოც მოსახლეობა მიწათმოქმედებიდან კვლავ მესაქონლეობას და ნადირობას დაუბრუნდა. XVII საუკუნეში ჩამოყალიბდა ფეოდალური სამთავროები, რომლებიც XVIII საუკუნეში რუსეთის იმპერიაში შევიდნენ. გაძლიერდა მოსახლეობის ჩაგვრა, მაგრამ შეწყდა მონღოლი და ჯუნღარიელი ფეოდალების თავდასხმები. XIX საუკუნის შუა ხნებში ჩაისახა კაპიტალისტური ურთიერთობები, დაიწყო ოქროს მოპოვება. XX საუკუნის დასაწყისში განვითარდა ქვანახშირის მრეწველობა. 1918-1923 წლებში ხაკასეთის ტერიტორია რუსეთის სამოქალაქო ომმა მოიცვა. 923 წელს შეიქმნა ხაკასეთის ეროვნული მაზრა, რომელიც 1925 წელს ოკრუგად გადაკეთდა, ხოლო 1930 წელს შეიქმნა ხაკასეთის ავტონომიური ოლქი კრასნოიარსკის მხარეში. საბჭოთა პერიოდში განვითარდა ქვანახშირის და რკინის მოპოვება, ხე-ტყის დამუშავება, მეცხვარეობა. 1992 წელს შეიქმნა ხაკასეთის რესპუბლიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტია.

ხაკასეთის რესპულიკის ეროვნული შემადგენლობა 2002 წლის აღწერის მიხედვით არის ასეთი:

ეროვნებარაოდენობა (2002), %.
რუსები80,3 %
ხაკასები12 %
გერმანელები1,7 %
უკრაინელები1,53 %
ბელარუსები0,5 %
სხვა3,97 %

ხაკასები საუბრობენ ხაკასურ ენაზე. ხაკასური ფოლკლორის მნიშვნელოვანი ძეგლებია „ალთინ არიგი“, „ალბინჟი“ და სხვა. VI-VIII საუკუნეებში აქ არსებობდა დამწერლობა. ხაკასურ ენაზე დამწერლობა შეიქმნა 1926 წელს. 1927 წელს გამოიცა პირველი ხაკასური წიგნი. ხაკასების ტრადიციული საცხოვრებელია მრგვალი ფორმის კარვები. განვითარებულია ხეზე კვეთა და ქარგვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Оценка численности постоянного населения на 1 января 2025 г. и в среднем за 2024 г. и компоненты её измененияРосстат, 2025.
  2. https://data.iana.org/time-zones/tzdb-2021e/europe