დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი
ირანის ოსტანი
استان استان آذربایجان غربی
მდებარეობა
ირანის რუკა გამოყოფილი პროვინციით დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი
სტატისტიკა
ადმინისტრაციული ცენტრი: ურმია
უდიდესი ქალაქები:
ფართობი: 37,437 კმ²
მოსახლეობა ():
სიმჭიდროვე:
2,949,426
78,8/კმ²
შაჰრესტანთა რაოდენობა:
დროის სარტყელი: UTC+03:30
ენები: აზერბაიჯანული
ქურთული
დასავლეთ აზერბაიჯანის შაჰრისტანები

დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი (სპარს. استان آذربایجان غربی) — ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი. ესაზღვრება ირანის 3 ოსტანი: აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, ზენჯანი და ქურთისტანი, დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანს ესაზღვრება აგრეთვე თურქეთი და აზერბაიჯანი. დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანში ცხოვრობს 2,949,426 ადამიანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ურმია.

დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანში ყველაზე გავრცელებული ენაა აზერბაიჯანული და ქურთული.

დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი იყოფა 14 შაჰრესტანად: ბუკანი, მაკუ, მეჰამბადი, მიანდოაბი, ნაგადე, პირანშეჰრი, სელმესი, სერდეშტი, ტაკაბი, ოშნავიევი, ურმია, ჰოი, ჩალდორანი, შაჰინდეჟი.

დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი ეკლესიაა, რომელთაგანაც უმეტესობა სომხური და სირიული ეკლესიებია. 2008 წელს დასავლეთი აზერბაიჯანის ოსტანის სომხური ეკლესიებიდან სამი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში: წმინდა თადეოზის მონასტერი, წმინდა სტეფანეს მონასტერი და ძორძორი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]